ფიატში მანქანებით თამაში ყველაზე მეტად უყვართ.
მარკეტერზე უკვე მეორედ მოხვდა ფიატის ექსპერიმენტი. პირველად მათ ძველი მანქანები მაცივრებად აქციეს (რა ხდება როცა Fiat 500 მაცივრად იქცევა) ამჯერად ფიატში მდინარე ჩიკაგოს გადმოცურვა გადაწყვიტეს.
ეს სარეკლამო ხრიკი ფიატის ახალი კოლექციისთვის გაკეთდა. 2014 წელს ახალი Fiat 500L, 500 Cabrio და 500 Abarth გაყიდვაა დაგეგმილი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფიატმა “იცურავა”. 2013 Vans U.S. Open of Surfing გახსნაზე სამი Fiat 500L ჰიდროძრავით წყალში გაუშვა. სიმბოლურად ეს იმ იტალიელ ემიგრანტებს მიეძღვნათ, რომლებსაც 1880-1940 წლებში ამერიკული ოცნების ასახდენად ოკეანის გადაცურვა უწევდათ.