ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსოფლიომ ნაცრისფერი ავტომობილების ტენდენციას მიაღწია, რაც გარემოს მრავალფეროვან პალიტრას „ნეგატიურად უპირისპირდება“. Fiat კი ამ მოცემულობას ფერადი გზით აფერხებს — ავტომწარმოებელი მოსაწყენ ელფერს ემშვიდობება და სანაცვლოდ, უფრო ცოცხალ და ენერგიულ გადაწყვეტილებას გვთავაზობს.
ახალ კამპანიაში ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივიე ფრანსუამ, გაბედული განცხადება გააკეთა: „ნაცრისფერი მანქანების წარმოება დასრულდა, რადგან Fiat მთელი გულით იპყრობს იტალიის ძლიერ სანახაობებს და ხმებს“. კაშკაშა სანაპიროებით დაწყებული, თვალწარმტაცი მთებითა და მდიდარი ისტორიით დასრულებული, იტალია ყოველთვის ხიბლავდა ადგილობრივებს თუ ტურისტებს. ახლა კი Fiat თავის მანქანებს იყენებს ამ ქვეყნის ნამდვილი ფერების წარმოსაჩენად.
იდეას ბრენდის სიმბოლური, სანახაობრივი ტრიუკიც ამძაფრებდა: როდესაც ოლივიე ფრანსუა ახალ 600e-ში იჯდა, ავტომობილი დემონსტრაციულად ჩაეფლო ნარინჯისფერი საღებავის უზარმაზარ ავზში და ასე გადაიფარა მისი ნაცრისფერი. „ჩვენ დავარღვიეთ წესები: გადავწყვიტეთ, ნაცრისფერი მანქანების წარმოება შეგვეჩერებინა. ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ მიზნად სიხარულის, მრავალფეროვნებისა და ოპტიმიზმის განმტკიცებას ვისახავთ. იტალია ფერადოვნების ქვეყანაა და დღეიდან Fiat-ის მანქანებზეც აისახება ეს“.