in

FIAT-მა მანქანის 5 ახალი კონცეფცია წარადგინა

Geneva Auto Show-ზე FIAT-მა სამომავლო გეგმები გაამხილა, რომ 2027 წლამდე Panda-ს ოჯახის მანქანებს ყოველწლიურად გამოუშვებს. შესაბამისად, შოუზე 5 მანქანის კონცეფცია წარადგინა, რომელიც მომავალი თაობის Panda-ს ოჯახის ხედვას ესადაგება. მათთვის კი, ვინც არ იცის, Panda Fiat-ის მინი მანქანების ხაზია, რომელსაც 2011 წლიდან აწარმოებენ… 

BOG
BOG

მომავალში FIAT აპირებს, City Car-ის, Pick-Up-ის, Fastback-ის, SUV-ისა და Camper-ის კონცეფციები შემოგვთავაზოს. მართალია, ტექნიკურ მახასიათებლებზე კომპანიას ჯერ არაფერი უთქვამს, მაგრამ როგორც ვიგებთ, ყველა ვარიანტი Panda-ს თავდაპირველ ვერსიაზე დიდი იქნება. ზოგს გაზის, ჰიბრიდისა და ელექტროძრავების ვარიანტებიც ექნება, თუმცა მანქანის სხვა კომპონენტების 80% ერთნაირი იქნება. ახლა კი თითოეულს გადავხედოთ:

City Car Concept

ამბობენ, რომ ასე ბრენდი თავისი მანქანების სამომავლო მიმართულებას გვაცნობს. Panda-ს კი ბევრი რამით ჰგავს, თუმცა ოთხკუთხედი კარები და ვარდისფერი ბორბლები ბარბით უფრო უნდა იყოს შთაგონებული… როგორც ვიგებთ, მანქანის ინსპირაცია Lingotto-ს შენობიდან მიიღეს, რომელიც სახურავზე არსებული გზითაა მსოფლიოში ცნობილი. რაც შეეხება ინტერიერს, მდგრადი მასალებისგანაა დამზადებული, აქ გადამუშავებად პლასტმასას და ბამბუკს შეხვდებით. 

Pick-Up Concept

FIAT უკვე გამოჩნდა ბრაზილიის პიკაპების ბაზარზე Strada-ს სახით, მეორე კონცეფციით კი სურთ, მას გართობისა და ფუნქციურობის ელემენტები შემატონ. როგორც ამბობენ, LVC-ის ფუნქციონალისა და SUV-ის კომფორტის გაერთიანებით აღნიშნული კონცეფცია მშვენივრად ერგება ურბანულ ცხოვრების სტილს. 

Fastback Concept

FIAT Fastback-ისა და FIAT Tipo-ს მსგავს მოდულარულ პლატფორმაზეა შექმნილი, სპორტული ვიზუალი აქვს და მისი კონცეფცია ბრენდის მდგრადობის ვალდებულებას ეხება.

SUV Concept

Panda-ს მეტად მასკულინური ვერსიაა, მეტი სივრცეც აქვს, რაც მას საოჯახო მოგზაურობებისთვის იდეალურ კანდიდატად აქცევს. უსაფრთხოება, მრავალფეროვნება, მომხიბვლელი დიზაინი… ამ მოდელს ყველაფერი აქვს, რასაც FIAT-ის მოყვარული ისურვებდა.

Camper Concept

დაბოლოს, ბრენდს არც თავგადასავლების მოყვარული ადამიანები დავიწყებია და მათ Camper Concept შესთავაზა. როგორც ამბობენ, იგი 80-იანი წლების Panda-ს Fun-ctionality-ის გვთავაზობს.

„ორბეთის მწვანე სივრცე“ – შეკრების მულტიფუნქციური ადგილი თიმბილდინგებისთვის

თბილისის გერბისა და დროშის შექმნაზე მერიამ კონკურსი გამოაცხადა