ზღვა, თავისი არსით, ისედაც ხომ პოზიტივთან ასოცირდება, მაგრამ ამას რომ სუფთა ჰაერი, მაგნიტური ქვიშა და ფიჭვნარი ემატება, კიდევ უფრო შთამბეჭდავი ადგილი ხდება. ამ ყველაფრის კომბინირებას შეკვეთილის კურორტი ახდენს და მასთან ჩასულ სტუმრებს მშვიდ დასვენებას სთავაზობს როგორც ოჯახთან, ისე მეგობრებთან ერთად ან თუნდაც, მარტო. ჩვენი კომფორტი კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდება, როცა ბუნების ამ საჩუქრებს კეთილმოწყობილი საცხოვრებელიც ემატება.
Fidelio-შეკვეთილი, ულამაზეს აპარტოტელად გვევლინება ზღვისპირეთში, რომლის შეძენაც ახლა საუკეთესო პირობებით შეგიძლიათ. ის მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უწყობს – საქართველოს მოქალაქეები აპარტამენტის შესაძენად კვადრატულ მეტრზე 50-დან 100 დოლარამდე ფასდაკლებას მიიღებენ, ხოლო გადახდის პირობები და ზუსტი თანხა კი ინდივიდუალურად, მათი მოთხოვნებისა და კომპანიასთან შეთანხმების საფუძველზე დადგინდება.
გარდა მიმზიდველი შემოთავაზებისა, რას უნდა ელოდოს მყიდველი Fidelio-შეკვეთილისგან?
აპარტამენტი, რომელიც მას ჩაბარდება, იქნება სრულად გარემონტებული. ამასთან, აღჭურვილი ყველანაირი საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ავეჯითა და არაჩვეულებრივი ეზოთი. ეზოში ახალ მცხოვრებს ყველაფერი დახვდება, რაც შეიძლება მოისურვოს: აუზი, მოსასვენებელი სივრცე, ბავშვთა გასართობი ტერიტორია, რეკრეაციული ზონა, იზოლირებული სივრცე ოთხფეხა მეგობრებისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, ზღვისა და ტყის მშვენიერი ხედები სახლის ფანჯრებიდან.
ამ ყველაფერთან ერთად, ისიც უნდა აღვნიშნოთ,რომ პროექტი უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალითაც იწონებს თავს და ევროპული სტანდარტის ტექნოლოგიებს იყენებს. ხარისხი კი, მოგეხსენებათ, სამშენებლო სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანია. გარდა მომხმარებლისთვის ყველა საჭირო ინვენტარის უზრუნვეყოფისა, აპარტამენტი უსაფრთხო და მშვიდ კერად იქცევა როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. ინვესტიციაში ის იგულისხმება, რომ მფლობელს წლის ნებისმიერ დროს შეუძლია ამ აპარტოტელის გაქირავება და ამ გზით სტაბილური შემოსავლის მიღება, თანაც შეკვეთილი ხომ ის ადგილია, სადაც დასვენება ნებისმიერ სეზონზე სასიამოვნოა.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზამთრის სეზონზე საზღვაო კურორტზე ბინის შეძენა გაცილებით სარფიანია, ვიდრე ზაფხულში, როცა ფასები და მოთხოვნა გაცილებით მაღალია.
შეგახსენებთ, რომ პროექტი, Fidelio-შეკვეთილი „ტოპლაინ ქონსთრაქშენს” ეკუთვნის და ის თიბისის მიერ 100%-ით არის დაფინანსებული.
[R]