ნიდერლანდების საფეხბურთო ლიგაში საინტერესო ექსპერიმენტი გაიმართა. პირველი ლიგის შეხვედრაში ერთმანეთს ალმერე სიტი და კამბური დაუპირისპირდნენ, ადგილობრივი ლაბორატორიისა და საფეხბურთო ლიგის ინიციატივით, FieldLab-მა საინტერესო ექსპერიმენტი შემოგვთავაზა. თამაშამდე აღრიცხეს და დააკვირდნენ სეზონური აბონემენტის მქონე 1381 გულშემატკივარს. თითოეულ მათგანს მატჩის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ, ასევე დააკვირდნენ ღონისძიების დასრულების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში, სატესტო პერიოდის დასრულების შემდეგ. თავიდან 1381 PCR ტესტი გაკეთდა, საბოლოო შედეგებმა 1380 უარყოფითი პასუხი აჩვენა, დადებითი მხოლოდ ერთი გულშემატკივარი იყო, რომლის კონტაქტების კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ დაინფიცირება მატჩზე არ დაფიქსირებულა, გულშემატკივარი საღამოს ერთ-ერთ მეგობართან წვეულებაზე გაემართა და იქ დაინფიცირდა.
შესაბამისად, ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, საფეხბურთო მატჩი უსაფრთხოდ და ინფიცირების შემთხვევების გარეშე ჩატარდა. ნიდერლანდების საფეხბურთო ლიგა და ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობენ ამ მეთოდის დაგეგმვაზე, რაც მაყურებელს ტრიბუნებზე მალე დაბრუნების საშუალებას მისცემს. ამჟამად, ერედივიზონისა და ქვედა ლიგის ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე, დახურულად მიმდინარეობს.