in

FIFA-მ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ლოგო წარადგინა

FIFA-ს შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელს გაიმართება და იქამდე არც თუ ისე მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ მარკეტინგული თვალსაზრისით უკვე ემზადებიან გრანდიოზული ტურნირისთვის.

ოთხშაბათს საღამოს გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე ფიფამ ოფიციალური ლოგო წარადგინა და მის სიმბოლურ დატვირთვაზეც ისაუბრა — მსოფლიო ჩემპიონატის თასის უკან ორიანსა და ექვსიანს ვხედავთ, რაც 2026 წლის აღმნიშვნელია. ამასთან, მართალია, ლოგოს ტონალობა შავ-თეთრშია გადაწყვეტილი, მაგრამ მისი ადაპტირება ფერთა სხვადასხვა პალიტრასთან შეიძლება. და როგორც FIFA-ში აღნიშნავენ, ფერებს ღონისძიების 16 მასპინძელი ქალაქის მიხედვით შეცვლიან.

„ისტორიაში პირველად, ნამდვილი თასის ფოტო ლოგოზე დავიტანეთ, ტურნირის ჩატარების წელთან ერთად. ეს კი ინოვაციურ დიზაინ ენას ქმნის. პერსონალიზების საშუალებაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული მასპინძელი ქალაქი საკუთარ უნიკალურობას ჩააქსოვს… მოქნილი ბრენდინგის სტრუქტურა ყველას მისცემს შესაძლებლობას, თავისი კულტურა და მემკვიდრეობა სიმბოლურად ასახავს“, — აცხადებს FIFA.

თანამშრომლების დაფასების კვირეული თბილისის მარიოტის სასტუმროებში

Lotus – ბრიტანული ბრენდი, რომელიც სპორტთან ასოცირდება