in

რეკორდული წინასწარი გაყიდვები – 3 დღეში “FIFA 22“ გამოდის

Sporti
Sporti

საფეხბურთო სიმულატორ FIFA-ს ახალი ვერსიის გამოსვლას მოუთმენლად ელიან გეიმერები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისინი მილიონობით წინასწარი შესყიდვის შემდეგ, დღეებს ითვლიან. ახალი თამაშის მიმართ დიდი მოლოდინებია შექმნილი.

„ის უნდა გახდეს საუკეთესო ვერსია მათ შორის, რაც აქამდე შექმნილა” – Electronic Arts-მა სწორედ ეს გზავნილი გაავრცელა. თამაში უნდა იყოს გაცილებით დახვეწილი, რეალისტური, ბევრი ახალი სახით, სტადიონით, აქსესუარით და დეტალით. ახალი გადაღების სისტემით და ხედვით, განსხვავებული მოძრაობებითა და უამრავი სხვა სიახლით.

EA Sport-მა FIFA 22-ს ახალი ფუნქციების შესახებ ისაუბრა. როგორც ცნობილია, FIFA-ს მოთამაშეებს შეეძლებათ, მეტოქე 4 ახალი მოძრაობით ჩამოიშორონ, ესენია:

  • First Time Spin
  • Four Touch Skill
  • Scoop Turn Fake
  • Skill Bridge

„FIFA 22-ის თამაში Playstation 5-სა და Xbox Series x-ზე იქნება შესაძლებელი. ამ კონსოლებითა და გაუმჯობესებული გრაფიკით, თამაში საოცრად დახვეწილი და კიდევ უფრო რეალური იქნება.

ახალ ფიფაში Electronic Arts-მა ბევრი იმუშავა განათებაზე, სათამაშო მოედანზე, ჩრდილებზე, გულშემატკივრებისა და მოთამაშეთა სახეების უფრო დეტალურ წარმოჩენაზე. რეალური სათამაშო სისტემის გარდა, დამატებულია, დაახლოებით, 7 ახალი მინი თამაში, რომელიც ვოლტას ხაზით იფუნქციონირებს და მოთამაშეებს დამატებით ემოციებსა და სიახლეებს შესთავაზებს.

მიჯრით მეორე წელია, ფიფას გარეკანზე პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი კილიან მბაპეა გამოსახული. EA გარეკანს კვლავ ფრანგი ვარსკვლავი დაიპყრობს, რაც ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს PES-თან თანამშრომლობითაა განპირობებული. პირველად თამაშის ისტორიაში, ქალი კომენტატორი გამოჩნდება, რომელიც მატჩებს თქვენი სურვილისამებრ მარტო ან მეორე თანაკომენტატორთან ერთად წაიყვანს“. 

თამაში 1-ლ ოქტომბერს ოფიციალურად გამოვა. სხვადასხვა სათამაშო კონსოლზე მისი ღირებულება განსხვავებული იქნება:

  • Playstation 4 – 60 დოლარი
  • Playstation 5 – 70 $, Ultimate Edition – 100 $
  • Steam standart – 60 $, Ultimate Edition – 80 $
  • Xbox one – 60 $
  • Xbox X/S – 70 $, Ultimate Edition 100 $

თბილისის აეროპორტში, მობილური PCR ლაბორატორია RentoLab გაიხსნა

მეცნიერებმა Covid-19-ის მსგავსი დაავადებების გამომწვევი მექანიზმი შეისწავლეს