in

FIFA-მ ქართული ფეხბურთის შესახებ სტატია გამოაქვეყნა

ქართული ფეხბურთი არც მეტი არც ნაკლები, FIFA-ს ობიექტივში მოხვდა. კერძოდ კი, მის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მოთხრობილია ქართული ფეხბურთის ისტორიის შესახებ. სტატია იწყება იმით, თუ როგორ მიადგნენ ინგლისური მეზღვაურები მე-20 საუკუნის დასაწყისში ფოთს და როგორ აუწყეს ქართველებს ფეხბურთის არსებობის შესახებ. სწორედ მას შემდეგ, გამუდმებით იზრდება ქვეყანაში ფეხბურთის მოყვარულთა რიცხვი.

BOG
BOG

FIFA აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს საკუთარი ეროვნული გუნდის ყოლის შესაძლებლობა 1990 წლამდე არ ჰქონია და ქართველი ფეხბურთელები მანამდე საბჭოთა კავშირის სახელით თამაშობდნენ საფეხბურთო ასპარეზზე. 1990 წლის შემდეგ საქართველო აქტიური მონაწილეა მსოფლიო ფეხბურთის სამყაროში.

ფიფას არ გამორჩენია ბოლო დროინდელი წარმატებებიც – კერძოდ კი, 2018 წელს საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელიც UEFA-ს ნაციონალურმა ლიგამ წაახალისა. ეს იყო გუნდი, რომელმაც უეფას ერთა ლიგის გათამაშებაში პირველი გოლი გაიტანა.

FIFA იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი საქართველოსთვის მხოლოდ დასაწყისია და ქვეყანას წინ დიდი წარმატებები ელის.

ევროკავშირი ანაკლიის პორტის მშენებლობას დააფინანსებს 

ყელსახვევების ბრენდი ქართული მეხსიერებით – Georgian Memory