in

FIFA-მ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის პოსტერები შექმნა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საკმაოდ მხიარულად იწყება, FIFA-მ მომავალი ტურნირის წინ მასპინძელი ქალაქების ოფიციალური პოსტერები გამოაქვეყნა. ეს საქმე კი ადგილობრივ მხატვრებს მიანდო, რათა ამერიკის, კანადისა და მექსიკის 16 ქალაქის გამორჩეული ხასიათი აესახათ. დაწყებული ფეხბურთის მოთამაშე ასტრონავტებით და დამთავრებული წყალქვეშა მატჩებით, აქ ყველაფერს იხილავთ. როგორც ამბობენ, FIFA-ს კოლექცია სპორტისადმი უნივერსალური სიყვარულის, შემოქმედებითობისა და კულტურის ზეიმია. 

BOG
BOG

თითოეული პოსტერი მასპინძელი ქალაქის მემკვიდრეობასა და ვიზუალურ იდენტობას მიაგებს პატივს. FIFA-ს ინიციატივა ცალკეულ ქალაქებს გლობალური ყურადღების ცენტრში მოქცევის შესაძლებლობას სთავაზობს. უფრო ზუსტად, ადგილობრივი მხატვრების მოზიდვით აქცენტი რეგიონულ სიამაყეზე გაკეთდა, რითაც ადგილობრივ საზოგადოებებს საკუთარი თავის გლობალურ ნარატივში დანახვის საშუალება მიეცათ. 

მაგალითად შეგვიძლია ატლანტა მოვიყვანოთ ოქროს ბურთით, რომელიც არქიტექტურულ სილუეტებს მშობლიურ სიმბოლიზმსა და ელეგანტურ დიზაინთან აერთიანებს:

მაიამი და ვანკუვერი კი უპირატესობას საოცნებო პალიტრასა და აბსტრაქტულ დიზაინებს ანიჭებს, პატივს მიაგებს სანაპირო ზოლში ცხოვრებასა და მის არქიტექტურულ თავისებურებებს:

მექსიკის სამი მასპინძელი ქალაქის ასახვა, რომელთა შორისაც გვადალახარა, მონტერეი და მეხიკო სიტი გვხვდება, ილუსტრატორ კუემანჩეს დაევალა, რათა კულტურული მოტივები ფერებითა და ფოლკლორული ელემენტებით გაეცოცხლებინა. 

ხოლო ტორონტო, რომელიც დეივ მიურეის კუბისტური ინტერპრეტაციითაა წარმოდგენილი, ურბანულ ენერგიას მულტიკულტურული იდენტობის მოზაიკასთან აერთიანებს:

დანარჩენი პოსტერები კი ქვემოთ შეგიძლიათ, დაათვალიეროთ:

საქართველოს ბანკის 25-ე მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა – იდეათეკა სოფელ ძლევიჯვარში გაიხსნა

ჰარვარდის პროფესორმა, არქის მოწვევით, გუნდის წევრებისთვის ტრენინგი ჩაატარა