6 ოქტომბრიდან ფეხბურთის მოყვარულებისთვის კიდევ ერთი საინტერესო სპორტული მოვლენა FIFA U-17 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება. ახალგაზრდა სპორტსმენებით დაკომპლექტებული გუნდები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად, ამჯერად ინდოეთში იბრძოლებს. ეს ჩემპიონატი დამწყები ფეხბურთელებისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა თავიანთი შესაძლებლობების გამოსავლენად და დიდ სპორტში სახელის დასამკვიდრებლად. სწორედ მათ მხარდასაჭერად Adidas-მა არაჩვეულებრივი სამოტივაციო ვიდეორგოლი შექმნა. სააგენტო Cheil Worldwide-ის მიერ მომზადებული ვიდეო ულამაზეს ინდოეთს მთელი მისი კულტურული თუ სანახაობრივი ხიბლით წარმოაჩენს, ამასთან, იმ შემართებით აღსავსე ახალგაზრდა სპორტსმენებსაც გვაცნობს, რომლებიც მზად არიან საკუთარი ძალებით ისტორიაში თავიანთი კვალი დატოვონ.
https://www.youtube.com/watch?v=blWlx0NnZGc