8
Feb
2018

FIFA-ს მსოფლიო თასი საქართველოშია!

8 Feb 2018

8 თებერვალს, საქართველოში, ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ჯილდო, 6 კილოგრამიანი ოქროს თასი „კოკა-კოლა კომპანიისა“ და FIFA World Cup-ის ბრენდირებული თვითმფრინავით ჩამოიტანეს: ნერაჟ გარგიმ – „კოკა-კოლას კომპანიის“ გენერალური მენეჯერი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში და ფრანგმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, კრისტიან კარემბუმ, რომელიც 1998 წელს, საფრანგეთთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

აეროპორტის სამთავრობო დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე FIFA-ს მსოფლიო ტურის მნიშვნელობასა და „კოკა-კოლა კომპანიის“ როლზე ფეხბურთის განვითარებაში, ნერაჟ გარგისა და კრისტიან კარემბუსთან ერთად, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ და  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმაც ისაუბრეს. სპორტულ ღონისძიებას ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი და ქართველი ვეტერანი ფეხბურთელებიც დაესწრნენ.„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას პრეზიდენტი“, თემურ ჭყონია: „ვღელავდი, საქართველო მოხვდებოდა, თუ არა იმ ქვეყნებში, რომლებიც FIFA-ს მსოფლიო თასს, ტურის ფარგლებში, უმასპინძლებდნენ. მეამაყება, რომ ჩვენი მხრიდანაც, თასს დახვდა ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან: ხურცილავა, ჩივაძე, სულაქველიძე, გუცაევი. ჩვენი ფეხბურთელები გაცილებით მეტს იმსახურებდნენ თავის დროზე, ვიდრე მათ მიიღეს, მაგრამ შესაძლებელია, FIFA-ს თასის ნახვით, ამის კომპენსაცია მოვახდინეთ. ამ გუნდს, თავის დროზე, ამ თასის მოგება შეეძლო“.

კრისტიან კარემბუ: „პრივილეგიაა საქართველოში ყოფნა FIFA-ს წარმომადგენლებთან ერთად. ფეხბურთი ძალიან მასშტაბური სპორტია და თასს კიდევ ბევრი საზღვრის გადაკვეთა მოუწევს. ვიმედოვნებთ, რომ თასის აქ ჩამოტანა წაახალისებს გუნდებს და საქართველოში კიდევ უფრო განვითარდება ფეხბურთი“.

მიხეილ ყაველაშვილი: „დადგება ის დრო, რომ ეს თასი, როგორც მსოფლიო ჩემპიონის რანგში, ისე ჩამოვა საქართველოში“. ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებსა თუ უბრალოდ, მსოფლიო სპორტული ღონისძიების მნიშვნელოვან მოვლენაში მონაწილეობის მიღება, FIFA-ს თასის ხილვა დღეს, 13 საათიდან 18 საათამდე იქნება შესაძლებელი სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ ცენტრალურ ატრიუმში. 

FIFA-ს მსოფლიო თასის ტური საქართველოში ორგანიზებულია „კოკა-კოლა კომპანიის“ მიერ, საქართველოში ფეხბურთის ფედერაციასა და ქალაქ თბილისის მერიასთან პარტნიორობით. აღსანიშნავია, რომ FIFA-ს მსოფლიო თასის ტური კოკა-კოლამ 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. ტური პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და  ცხრა თვის განმავლობაში, 126 000 კილომეტრს გაივლის.

ყველა სიახლე, მათ შორის, თარიღები, ექსკლუზიური ინტერვიუები, ფოტოები და ვიდეოები – FIFA- მსოფლიო თასის ტურის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებგვერდზე: www.fifa.com/trophytour, ოფიციალურ Facebook გვერდზეwww.facebook.com/trophytour და Instagram-ის გვერდზე : https://www.instagram.com/trophytour/.

 

განხილვა