in

Fight Is Good — როგორ გვეხმარება Monopoly ემოციების კონტროლში?

Monopoly თავის ახალ კამპანიაში, სახელწოდებით Fight Is Good, იმ ბევრ ემოციას უყრის თავს, რომლებსაც მოთამაშეები განიცდიან. ერთ-ერთ ბილბორდზე ბიჭი ყვირის და მას თან ახლავს წარწერა „ისწავლო დამშვიდება“. გაბუტული გოგოს ფოტოზე კი წერია „გაუმკლავდე წარუმატებლობას“.

„ვერცერთი სხვა თამაში ვერ გაგაღიზიანებთ და გაგაბრაზებთ ისე, როგორც მონოპოლი“, — ამბობს Monopoly Benelux-ის ბრენდ მენეჯერი, ფლორ პიტერსი. ისტორიის მანძილზე ცნობილმა სამაგიდო თამაშმა გამოიწვია უთვალავი წინააღმდეგობა, რაც შორს არის იმ მშვიდობიანი ატმოსფეროსგან, რომელსაც ოჯახური შეკრებების დროს ნაკლებად ელიან ხოლმე.

ამ ახალი ბილბორდებით კომპანიამ საბოლოოდ აღიარა თამაშის პოტენციალი ოჯახური ჩხუბისთვის. „ერთადერთი, რაც მონოპოლიას ნამდვილად უნიკალურს და განსხვავებულს ხდის, არის ის, რომ თამაში ჩხუბს იწვევს“, — ხუმრობს ამსტერდამში დაფუძნებული კრეატიული სააგენტო KesselsKramer, რომელმაც აღნიშნულ ბილბორდებზე იმუშავა.

სინამდვილეში, თამაშის მწარმოებლის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ათი ადამიანიდან რვა ჩხუბობს მონოპოლის თამაშის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება წყევლად მოგეჩვენოთ, კამპანია გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია Monopoly-ს დაეხმაროს მოთამაშეებს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში, მათ შორის „როგორ დამშვიდდნენ“, „გაუმკლავდეთ წარუმატებლობას“ და „ისწავლონ გაშვება“.

„ამ თამაშს შეუძლია, ბევრი რამ გასწავლოთ იმის შესახებ, თუ როგორ გამოხატოთ თქვენი ემოციები და გაუმკლავდეთ იმედგაცრუებებს“, — აღნიშნავენ Monopoly-ში.

შეიძინე 4 საბურავი 3-ის ფასად და შეხვდი ახალ სეზონს მომზადებული — „თეგეტა მოტორსის“ სექტემბრის შეთავაზებები

HP ჰაერის უფასო ქილას გთავაზობთ, რათა გეიმერების ახალი ლეპტოპი გააგრილოთ