მსოფლიოში 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ცერებრალური დამბლით… ამ მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და დონაციების მოსაზიდად Fight The Stroke-მა კამპანია More Than Palsy წამოიწყო და ახლა სწორედ ამაზე გესაუბრებით.
კამპანიაში იმ წარმოუდგენელ ძალისხმევაზეა ხაზი გასმული, რომელიც ამ მდგომარეობასთან ერთად ცხოვრებისთვის არის საჭირო. 6 ოქტომბერს, მსოფლიო ცერებრალური დამბლის დღის წინ გამოშვებული რეკლამა Dude Milan-მა შოტლანდიელ მსახიობთან, დრამატურგთან და ცერებრალური დამბლის მქონეთა ადვოკატ ჯეკ ჰანტერთან ერთად შექმნა, რომელიც თავად ცერებრალური დამბლით ცხოვრობს.
ამიტომაც კამპანიის საფუძვლად სწორედ ჰანტერის ლექსი You’ve Got to be Ballsy to have Cerebral Paraly იქცა, თითოეული კადრით კი ამ დაავადების მქონე ადამიანების გამოწვევებს წარმოგვიდგენენ, მათივე პერსონალური ისტორიების გაზიარებით. ჩათვალეთ, რომ დოკუმენტური სტილის ფილმია ლექსის ახლებური ვერსიით, რათა ჰანტერს ისტორია მისი ინდივიდუალური გამოცდილების მიღმაც გაეფართოვებინა.
„ჯეკის პოეზიამ საშუალება მოგვცა, გადმოგვეცა ცერემბრალური დამბლა ზედმეტი ფილტრების გარეშე, მთელი თავისი კომპლექსურობით და გვექცია იგი სიმბოლოდ, რომელიც ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებსა და მათ მეგობრებს ესაუბრებოდა… როცა ამგვარ დელიკატურ პროექტს იწყებ, პირველი გამოწვევა ზედაპირულობის თავიდან არიდებაა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მოყოლა ჯეკ ჰანტერის პირადი ისტორიით და შემდგომ იგი კოლექტიურ მანიფესტად ვაქციეთ“, — აცხადებენ Dude-ში.












