in

5 გზა, თუ როგორ ვებრძოლოთ მარტოობას, როცა სახლიდან ვმუშაობთ

თუკი თქვენ ბიზნესის მფლობელი ან მენეჯერი ხართ, არის შანსები იმისა, რომ ამჟამად თქვენ გყავთ ისეთი გუნდის წევრები, რომლებსაც სახლიდან მუშაობა არ სურთ. და თუკი თქვენთვისაც ახალია სახლიდან მუშაობა, რაღაც მომენტში თავადაც აღმოაჩენთ, რომ ეს რეჟიმი, გარკვეულწილად, მარტოობას უტოლდება. სრულიად შეიძლება ამან თქვენზეც და თქვენს თანამშრომლებზეც მნიშვნელოვნად იმოქმედოს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ეს მარტოობა, მეტწილად, პირადი პრობლემაა. ესაა პროდუქტიულობის პრობლემა, რადგანაც მარტოობის შეგრძნება თანამშრომელს საქმეში ნაკლებად ჩართულსა და სხვა თანამშრომლებთან, ასევე მისსავე მიზნებთან ნაკლებად დაკავშირებულს ხდის. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიაც, რაც საკმაოდ აქვეითებს მოტივაციასაც.

როგორ უნდა გაუმკლავდეთ ამ მარტოობის შეგრძნებას და დავეხმაროთ საკუთარ თავს ისევე, როგორც სხვებს, ვინც იმავეს გრძნობს?

სათანადოდ გააზიარეთ თქვენი ემოციები

ცხადია, თქვენ არ გინდათ, რომ თქვენი გუნდის დაღმასვლა იხილოთ. თქვენი გრძნობების გამოხატვა არსებულ სიტუაციაში  ხელს შეუწყობს კავშირების დამყარებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გუნდში მყოფი ყველა ადამიანი იმავე გამოცდილებას გადის. ამ გზით სხვა თანამშრომლებიც იგრძნობენ, რომ ამ სიტუაციაში ისინი მარტოები არ არიან და ეს მათ მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

ფოკუსირდით იმაზე, თუ როგორ ეხმარებით სხვებს

ბიზნესის ერთ-ერთი ამგვარი თვისება არსებობს: თქვენ უფრო მეტს იღებთ იმისგან, რაზეც ფოკუსირდებით. ამიტომ, თუ მხოლოდ დავალებების შესრულებაზე ამახვილებთ ყურადღებას, თქვენი სამუშაო ცხოვრება სხვა არაფერი ხდება თუ არა, მხოლოდ ამოცანების გადაჭრა. უკეთესი იქნება, თუკი ამ ორიენტირს იმაზე გადაიტანთ, რომ სხვებს, რაღაც კუთხით, ეხმარებით. შედეგად, კმაყოფილების შეგრძნება გაგიჩნდებათ და თავს უკეთ იგრძნობთ.

გაუწიეთ თქვენს გუნდის წევრებს უფრო მეტი დახმარება და ხშირად მიეცით რჩევა

იმის მაგივრად, რომ უბრალოდ თქვენს საკუთარ ამოცანებზე ორიენტირდეთ, შესთავაზეთ თქვენს თანამშრომლებს დახმარება, ან მიეცით რჩევა, თუკი გრძნობთ, რომ მათ პრობლემები აქვთ. სამუშაო ადგილას ამგვარი ქმედება არაფორმალური სწავლება ხდება ხოლმე. როდესაც ყველა ადამიანი მუშაობს სახლიდან, თქვენ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ.

თქვით “მადლობა” ხშირად

ნეირომეცნიერების ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ თქვენი გონება და სხეული უფრო ჯანმრთელი ხდება, როდესაც მადლიერების გრძნობას განიცდით. ამის მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ ერთი ის არის, რომ მადლიერების გამოხატვა უფრო მძლავრ სოციალურ კავშირს ქმნის. არ აქვს მნიშვნელობა ამას პირისპირ, ელექტრონული ფოსტით, თუ ვიდეოზარით გააკეთებთ.

ხშირად გაიხსენეთ ხოლმე ძველი, კარგი დღეები

შემდეგ ჯერზე, როდესაც სახლიდან მუშაობისას თავს მარტოდ იგრძნობთ, შეეცადეთ, გაიხსენოთ კოლეგებთან ერთად გატარებული ბედნიერი დრო, უბრალო სეირნობა ან ლანჩზე გასვლა.. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაუზიაროთ ეს “ძველი” ისტორიები და სურათები თქვენს კოლეგებს სოციალურ პლატფორმებზეც.

წყარო: Inc.com



საქართველოში პირველად, ბიზნეს მონაცემთა და ანალიტიკის კონფერენცია – TIDA ჩატარდება

WENU, ახალი რეგულაციების შესაბამისად, კვების დაწესებულებებს უფასო ელექტრონულ მენიუს სთავაზობს