in

Figma-მ ახალი AI ფუნქციები გამოუშვა

Briano.ai
Briano.ai

როგორც ჩანს, მომავალს Figma-ც ხელოვნურ ინტელექტში ხედავს… სიახლეები მოიცავს Figma Sites-ის, Figma Make-ის, Figma Buzz-ისა და Figma Draw-ის ხელსაწყოებს, რათა დიზაინერებისა თუ დეველოპერებისთვის საქმე გაამარტივონ. ამ მიზნით განახლებაც Figma-ს ეკოსისტემის თითქმის ყველა ნაწილს ეხება, დაწყებული პროტოტიპების შექმნით და დამთავრებული ვებგვერდების გამოქვეყნებით. ქვემოთ კი მოდით, თითოეული დეტალურად განვიხილოთ.

ვებგვერდების შექმნის ხელსაწყოს Figma Sites უწოდეს. როგორც ამბობენ, დიზაინერები საიტის ვიზუალის პროტოტიპს Figma-ს დახმარებით აგებენ, ახალი AI ხელსაწყო კი მათ ვებგვერდების მარტივად შექმნისა და შემდგომში გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. როგორც კი საიტი გენერირდება, პროექტის თანამშრომლებს მარტივად შეეძლებათ ვებგვერდზე კონკრეტული დეტალების შეცვლა.

მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, დაამატონ გადასვლები, ანიმაციები და დინამიკური ელემენტები, რის საშუალებასაც მათ AI შაბლონები და კომპონენტები მისცემს. ამასთან, Figma ბლოგპოსტების პირდაპირ საიტიდან გენერირების შესაძლებლობას სთავაზობს მათ — ეს იმას ნიშნავს, რომ საიტებს კონტენტის მართვის სისტემა (CMS) ექნება მომავალში და საშუალებას მოგვცემს, დავარედაქტიროთ პოსტები ბლოგის დიზაინში… ინტერაქციული ელემენტებისთვის კი კონკრეტული კოდის დამატების შესაძლებლობას გვთავაზობენ ან AI-ის გამოყენებას, რათა ჩვენთვის კოდი დააგენერიროს. 

მსგავსი AI ხელსაწყოა Figma Make-იც, თუმცა მას უფრო მეტად იდეების მოფიქრება და პროტოტიპების შექმნა ევალება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ, ტექსტური მოთხოვნა ვებაპლიკაციის შესაქმნელად გაგზავნონ. თანაც, თუ სურთ, ასისტენტს პროცესში გარკვეული ელემენტების შეცვლას ან დამატებასაც მოსთხოვენ. ამას გარდა, თუ გუნდში დეველოპერიც გყავთ, მას კოდის პირდაპირ რედაქტირება შეეძლება საჭირო ცვლილებებისთვის.

როგორც ვიგებთ, Figma-ს მომხმარებლები პატარა ინტერაქციული ელემენტების გენერირებასაც შეძლებენ და შემდგომ Figma Sites-ზეც გამოაქვეყნებენ. 

გვინდა Figma-ზე მაღალი სიზუსტის პროტოტიპების შექმნა შესაძლებელი იყოს, განსაკუთრებით Figma Make-ის მეშვეობით. შეგიძლიათ მეტი მონაცემი დაამატოთ მას და ნახოთ, თუ რამდენად კარგია იდეა საბოლოო განხორციელების თვალსაზრისით. Figma Site კი გამოსადეგია მარკეტინგისა და დიზაინის გუნდისთვის, როცა მათ ზუსტად იციან, როგორ უნდა გამოიყურებოდეს საიტი და სრული კონტროლიც აქვთ მასზე, — განმარტავს იუკი იამაშიტა, Figma-დან. 

მეტიც, Figma ახალ ხელსაწყოს სპეციალურად მარკეტერებისთვისაც უშვებს და მას Figma Buzz-ის სახელით გვაცნობს. ამ ხელსაწყოებით მარკეტერები მარტივად შეძლებენ დიზაინერების მიერ შექმნილი შაბლონების გამოყენებას ახალი შემოქმედებითი პროექტებისთვის. მათ შეუძლიათ ხელსაწყო AI-ის მიერ გენერირებული სურათის დასამატებლად ან კონკრეტულ აქტივებზე ფონების შესაცვლელად გამოიყენონ. 

დაბოლოს, აქვე გვხვდება Figma Draw-ის ხელსაწყო ვექტორული რედაქტირებისა და ილუსტრაციებისთვის. როგორც ამბობენ, ადრე ვექტორული გამოსახულებების პლატფორმის მიღმა გატანა უწევდათ რედაქტირებისთვის, ახლა კი კომპანია ამის შესაძლებლობას დიზაინერებს Draw-ის საშუალებით მისცემს.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროკრედიტის რეგიონული ბიზნესშეხვედრები იწყება