in

Figma-ს ახალი AI ხელსაწყოები ონლაინ შეხვედრებს გაგიმარტივებთ

veon
veon

დიზაინის პროგრამული კომპანიები კი ძალიან ბევრს საუბრობენ თავიანთი AI ხელსაწყოების შემოქმედებითი პოტენციალის შესახებ, მაგრამ ახალი AI ფუნქციებით Figma ამას საუკეთესოდ ახერხებს — გვპირდება, რომ ჩვენს შეხვედრებს გააუმჯობესებს…

ამ პირობას კი ერთ სიტყვაში აერთიანებენ — FigJam OpenAI-ის ტექნოლოგიებით მუშაობს და შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაფრისთვის, შეხვედრების ცხრილიდან დიაგრამებამდე. ამისთვის უბრალოდ მარტივი მოთხოვნის გაგზავნა დაგჭირდებათ. AI ინტერფეისი ჩნდება როგორც სიმბოლო, რომელიც ნაპერწკლის ეფექტს მოგაგონებთ, ხსნის ვიჯეტს, რომელშიც უკვე მოთხოვნის ჩაწერა შეგიძლიათ.

პანდემიამ ის გზაც შეცვალა, რომლითაც Figma-ს იყენებდნენ. მართალია, Figma, Zoom-თან და Slack-თან შედარებით, შეხვედრების ბევრად საინტერესო და ჩართულ ვარიანტს სთავაზობდა მომხმარებლებს, მაგრამ მათი დაყენება დროს წაიღებდა. თანაც ზოგიერთმა მომხმარებელმა არც იცის, როგორ გააკეთოს ეს — Figma-ს ყოველდღიურ აქტიურ მომხმარებელთა ⅔ დიზაინერი არ არის. ამგვარად, FigJam AI-ის გამარტივება ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხი იყო.

როცა ცარიელი ფურცლიდან იწყებთ, შესაძლოა, რთული იყოს იმის ცოდნა, თუ როგორ შეავსოთ იგი. შეიძლება თავი ვიზუალურად მოაზროვნეც არ გეგონოთ, რადგან იცით, რომ ყველა დიზაინერი არ არის და ეს სავსებით ნორმალურია, — აცხადებენ კომპანიაში. 

FigJam AI ავტომატურად აგენერირებს კალენდრებს, დიაგრამებს, შესაძლო დღის წესრიგს მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად… იგი ასევე ჭრის პრობლემას, რომელიც მომხმარებლებს ძირითადად ბრეინშტორმინგის შედეგად უჩნდებათ — როგორ შევაჯამო ეს ყველაფერი? ამას უკვე FigJam AI მიხედავს. 

Figma-ს AI სტრატეგია კი ფოკუსირებულია არა დიზაინზე, არამედ პროდუქტიულობაზე, რითაც კორპორატიულ სამუშაო კულტურებში ხდება ადგილი, სადაც დიზაინერებს შეუძლიათ, კომუნიკაცია დაამყარონ სხვა გუნდების წევრებთან. თანაფარდობა კი დაახლოებით 7 დეველოპერი/1 დიზაინერია. ხოლო მაშინ, როცა Adobe და Canva AI ხელსაწყოებს არეკლამებენ და გვპირდებიან, რომ უფრო რეალისტურ სურათებს მოგვაწვდიან, FigJam AI დამხმარე იქნება საშუალო მენეჯერებისა და სხვებისთვის, რათა დაზოგონ დრო და საქმეც გაიმარტივონ.

კომპანიამ თავისი პროდუქტი შეხვედრების სხვა პროგრამულ უზრუნველყოფებთანაც გააერთიანა, როგორებიცაა Microsoft Teams, Zoom და Google Meet.

ხილის ლუდისთვის „მხიარული“ ვიზუალური იდენტობა შეიმუშავეს

საინტერესო პოდკასტი | რა გავლენა აქვს სტრესს მენტალურ ჯანმრთელობაზე?