in

როგორ გააუმჯობესებს თიბისის მომხმარებლების გამოცდილებას დიზაინ სისტემა

წლების განმავლობაში, ციფრული მასშტაბების საგრძნობლად გაზრდის შედეგად, თიბისის ეკოსისტემამ მრავალი ციფრული პროდუქტი მოიცვა. თანმიმდევრული და ხარისხიანი სამომხმარებლო გამოცდილების შესანარჩუნებლად, თიბისიმ და მისმა დიზაინ გუნდმა თიბისიX სისტემის შექმნა გადაწყვიტა, რისი მომხმარებლებიც პროდუქრის დიზაინერები, დეველოპერები და პროდუქტის შექმნაში ჩართული სხვა ადამიანები არიან.

დიზაინ სისტემის პროდუქტებში სწორად დანერგვისთვის მნიშვნელოვანია დავინახოთ პროდუქტების განვითარების პროცესი ცოცხალ რეჟიმში, ამისთვის საჭიროა გვქონდეს საერთო კოლაბორაციის ინსტრუმენტი, სადაც ყველა პროდუქტი ერთად მოიყრის თავს, ჩვენ ამისთვის Figma- პლატფორმას ვიყენებთ,“ – გვიამბობს კახა დოლიძე, დიზაინ სისტემის გუნდის ლიდერი.

მიუხედავად იმისა, რომ დიზაინ სისტემა შიდა ხელსაწყოა და მისი მომხმარებლები პროდუქტის დიზაინერები და დეველოპერები არიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას პირდაპირი გავლენა აქვს მომხმარებლის გამოცდილებაზე. თიბისიX- პროცესის გამარტივებითა და მზა რესურსების შექმნით საშუალებას აძლევს გუნდებს უფრო მეტი დრო დაუთმონ უშუალოდ მომხმარებლის პრობლემების გადაჭრას და იზრუნონ მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე“ – საბა ჩიტაიშვილი, პროდუქტის დიზაინერი.

M: რა სირთულეები და პრობლემები არსებობდა მანამდე, რაც დიზაინ სისტემის არსებობით გამარტივდა?

საბა ჩიტაიშვილი: წლების განმავლობაში, თიბისის ციფრული მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა და რამდენიმე მცირე ზომის პროდუქტიდან, სამ პლატფორმაზე მომუშავე, მრავალი ციფრული პროდუქტისგან შემდგარ და ყოველდღიურად მზარდ ეკოსისტემად ჩამოყალიბდა. ამ ყველაფერთან ერთად სულ უფრო რთული ხდებოდა პროდუქტებში თანმიმდევრული და ხარისხიანი სამომხმარებლო გამოცდილების შენარჩუნება. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაა თიბისიX დიზაინ სისტემის მთავარი მიზანი, რაშიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ძალიან კარგი შედეგები გვაქვს.

ამ მიმართულებით მიღწეული წარმატების ყველაზე ნათელი მაგალითია დიზაინ ტოკენების სტრუქტურის გამართვა და სამუშაო პროცესში მათი დანერგვა, რაც საგრძნობლად ამარტივებს და ასწრაფებს დიზაინერებსა და დეველოპერებს შორის კომუნიკაციას, ამცირებს მათ მიერ გასაწევ სამუშაოს, ანახევრებს გარკვეული დავალების შესასრულებლად აქამდე საჭირო დროს და გვაძლევს თიბისის ციფრულ პროდუქტებში განახლებული დიზაინ ენის მარტივად და ეფექტურად ასახვის საშუალებას.

M: რატომ არის მნიშნელოვანი დეველოპმენტისა და დიზაინის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირება და როგორ გაამარტივებს დიზაინ სისტემა თანამშრომლების, დიზაინერებისა და დეველოპერიების ერთობლივ მუშაობას?

კახა დოლიძე:  ციფრული პროდუქტის დიზაინის პროცესს დიდი ისტორია დაუგროვდა. ვისაც ჰქონია მასთან შეხება ეცოდინება, რომ ინტერფეისის დიზაინის რეალურ პროდუქტად გარდაქმნა დიდ დროს მოითხოვს, რაც ხშირად დიზაინ კომპონენტების, ასეტების, გაიდების არარსებობით ან მოუწესრიიგებლობითაა გამოწვეული.

დიზაინ სისტემის გუნდმა ჩამოაყალიბა თიბისი X Foundations-, რომელიც მოიცავს თიბისის დიზაინ ენის განმსაზღვრელ ელემენტებს, როგორებიცაა ფერები, ტიპოგრაფია, სივრცე, გრიდები და .. ისინი წარმოდგენილია დიზაინ ტოკენების სახით, რაც ნიშნავს დიზაინ გადაწყვეტილებების საერთო წყაროსა და საერთო სასაუბრო ენას დიზაინერებისა და დეველოპერებისთვის.

M: მიმოვიხილოთ, როგორ ეხმარება პლატფორმა Figma- დიზაინ სისტემას და პროდუქტებს განვითარებაში?

კახა დოლიძე: თიბისის მრავალი პროდუქტი აქვს შექმნილი მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად, 40+ პროდუქტი, 3 პლატფორმა, 21+ გუნდი, 500+ კონტრიბუტორი, რაც ჯამში მილიონობით მომხმარებელს უწევს სერვისს. დიზაინის და დეველოპმენტის პროცესი ხელმისაწვდომი და ღია უნდა იყოს ყველა შიდა კონტრიბუტორისათვის. მათ უნდა შეძლონ პროექტების ანალიზი და მასში ღიად მონაწილეობა, Figma- მეშვეობით ჩვენ მარტივად ვუზიარებთ ერთმანეთს პროექტებს, ვაანალიზებთ მათ. შესაბამისად, დიზაინ სისტემის გუნდს და სხვა ჩართულ მხარეებს შესაძლებლობა აქვთ დაინახონ საერთო სურათი და შექმნან/მართონ თიბისის ციფრული პროდუქტები კონსისტენტურად.

M: როგორ ზრუნავთ სისტემის გამართულობაზე? ფუნქციონალზეც რომ გვესაუბროთ…

საბა ჩიტაიშვილი: ჩემი როლი დიზაინ სისტემის გუნდში სისტემის საფუძვლების, ანუთიბისიX Foundations-ისშექმნასა და განვითარებაზე ზრუნვაა. ამასთან ერთად, ჩართული ვარ დიზაინ სისტემის ვებმიმართულების ჩამოყალიბებაშიც და ვცდილობ, ხელი შევუწყო ამ პლატფორმაზე არსებულ პროდუქტებში თანმიმდევრული და ხარისხიანი დიზაინ ენის დანერგვას.

ჩვენი გუნდი პროცესის გამარტივებას უშუალოდ კომპონენტების ბიბლიოთეკების შექმნასთან ერთად დიზაინ დოკუმენტაციის შექმნითაც ცდილობს, სადაც დეტალურად არის აღწერილი სისტემის სტრუქტურა, მისი შემადგენელი ნაწილები, დიზაინ პრინციპები და სამუშაო პროცესები. ასევე საუბარია კონტრიბუციის მოდელზე და აღწერილია, რა ნაბიჯები უნდა გადადგან კონტრიბუტორებმა ბიბლიოთეკების განვითარებაში ჩასართავად.

დიზაინ სისტემის გუნდის ყველა წევრი აქტიურად ვმუშაობთ პროდუქტის გუნდებთანაც და ვერთვებით უშუალოდ პროდუქტის შექმნისა და განვითარების პროცესშიც. ეს გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ, როგორ მუშაობს სისტემის ნაწილები რეალურ სიტუაციებში და დავინახოთ მისი სუსტი მხარეები, რაც შემდგომში სისტემის გასაუმჯობესებლად და გასამართად დაგვეხმარება.

M: რას ნიშნავს პროდუქტების კონსისტენტურობის დაცვა და რა როლი აქვს ამ კუთხით დიზაინ სისტემას,  როგორ ეხმარება პროდუქტი ბრენდის ხასიათის სწორედ წარმოჩენაში?

კახა დოლიძე: ყველა კარგი ბრენდი გამოირჩევა თავისი ხასიათით, თიბისის მომხმარებლისთვის მრავალი საინტერესო და საჭირო პროდუქტი აქვს, პროდუქტებს კი ჯამში მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად ბრენდის ციფრული პროდუქტები მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ კონკრეტული პატერნების გამეორებას და შენარჩუნებას მომხმარებლებისთვის.

მაგალითისთვის, წარმოვიდგინოთ, რომ ერთი პროდუქტი პროცესების კუთხით თანმიმდევრულიაერთ სტილსა და ფერთა პალიტრაში, მსგავსი დიზაინ ასეტებით სთავაზობს მომხმარებელს გარემოს, ხოლო მეორესხვაგვარად. ასეთი მიდგომის და არაკონსისტენტური გარემოს შექმნა მომხმარებელს აბნევს და მათ უფრო მეტი დრო სჭირდებათ სასურველი შედეგის მისაღწევად. სწორედ ამიტომ, დიზაინ სისტემა საბაზისო პატერნების ბიბლიოთეკის მეშვეობით ჭრის ამ პრობლემებს, პროდუქტი საბოლოო მომხმარებლამდე კონსისტენტურობის დაცვით მიაქვს, რაც ბრენდს ცნობადობის ამაღლებაში ეხმარება.

M: რა არის დიზაინ სისტემის მთავარი ღირებულებები?

კახა დოლიძე: გუნდის მიზანია, შევქმნათ საუკეთესო, კონსისტენტური სამომხმარებლო გამოცდილება ციფრულ პროდუქტებში, დიზაინ და დეველოპმენტ პროცესებში დიზაინ სისტემის ინტეგრირებით:

  • გავაუმჯობესოთ კონსისტენტურობა და ბრენდის იდენტობა ციფრულ პროდუქტებში
  • გავაუმჯობესოთ TTM (თაიმ თუ მარკეტი) რაც პროდუქტის ბაზარზე უფრო სწრაფად და ეფექტურად გაშვებას ნიშნავს.
  • გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია დიზაინერებს და დეველოპერებს შორის, რაც ხელს უწყობს პროდუქტზე მუშაობის პროცესში დაშვებული შეცდომების შემცირებას.

M: რას გულისხმობს სისტემის ფედერატიული მოწყობა და როგორია მასში კონტრიბუციის პროცესი?

საბა ჩიტაიშვილი: იმისთვის, რომ შეგვექმნა მოქნილი და სწრაფად მზარდი სისტემა, გადავწყვიტეთ დაგვენერგა მართვის ფედერატიული მოდელი, რაც თიბისიX-ის შექმნაში დიზაინ სისტემის გუნდთან ერთად უშუალოდ პროდუქტის გუნდების ჩართულობას გულისხმობს.

ამ მოდელში დიზაინ სისტემის გუნდი ფლობს და ავითარებს სისტემის საფუძვლებსა და პლატფორმულ ბიბლიოთეკებს. ხელს უწყობს პროდუქტებს შორის კონსისტენტურობის შენარჩუნებას, ზრუნავს სამუშაო გარემოს გამართვასა და პროცესის გასამარტივებლად ახალი ხელსაწყოების/მიდგომების დანერგვაზე.

თუმცა სისტემის დანარჩენი ნაწილი, ანუ პროდუქტის ბიბლიოთეკების განვითარება სრულადაა დამოკიდებული დიზაინერებისა და დეველოპერების კონტრიბუციაზე.

მსგავსი ჰიბრიდული მოწყობა საშუალებას იძლევა შევინარჩუნოთ თანმიმდევრულობა და დიზაინ ენა პროდუქტების მასშტაბით, თუმცა ამავდროულად ხდის პროცესს მოქნილს და გუნდების საჭიროებებზე მორგებულს.

M: მოგვიყევით ვორკშოპებზერატომ და რისთვის არის საჭირო?

საბა ჩიტაიშვილი: რადგან TBCX-ის განვითარება პროდუქტის დიზაინერებისა და დეველოპერების კონტრიბუციაზეა დამოკიდებული მნიშვნელოვანია, რომ მათ კარგად ესმოდეთ თიბისის დიზაინ პრინციპები, სამუშაო მიდგომები და უშუალოდ ის ხელსაწყო, რომლითაც დიზაინს ქმნიან.

სწორედ ამიტომ ხშირად გვაქვს ვორქშოპის ტიპის შეხვედრები, სადაც განვიხილავთ და ერთად ვმუშაობთ ისეთ თემებზე როგორებიცაა კონტრიბუციის პროცესი, დიზაინ ტოკენების გამოყენება და მართვა, Figma- და მისი შესაძლებლობების მაქსიმალური ათვისება და სწორი გამოყენება.

M: როგორ შეცვალა დიზაინის სისტემის დანერგვამ TTM?

კახა დოლიძე: დღეს, დიზაინ სისტემა თიბისიში მისი მეტრიკების მაჩვენებელით შემდეგნაირად გამოიყურება: ENPS: (Employee Net promoter score) – 76. ENPS არის ერთგვარი კითხვარი, რომელიც ეკითხება პროდუქტის მომხმარებელს, თუ რამდენად გაუწევდნენ რეკომენტაციას, მისი მაჩვენებელი 60-ის ზევით კარგი მაჩვენებელია, 70-ის ზევით კი საუკეთესო.

რაც შეეხება TTM – თაიმ თუ მარკეტს, ეს მაჩვენებელი პირდაპირ პროპორციულია ENPS- მაჩვენებელთან. თუ მომხმარებელი კმაყოფილია პროდუქტით, ის მის გამოყენებას იწყებს ან აგრძელებს. ეს ნიშნავს, რომ დიზაინ და დეველოპმენტ პროცესი უფრო სწრაფად წავა წინ. დღევანდელი მონაცემით, მეტრიკების მიხედვით, დიზაინ სისტემა თითო პროდუქტის დიზაინ და დეველოპმენტ პროცესს დასტარტვიდან იმპლემენტაციამდე მინიმუმ 70 საათით უფრო სწრაფად უზრუნველყოფს, ამასთან ერთად, ის იცავს ბრენდის კონსისტენტურობას ციფრულ პროდუქტებში და საბოლოო მომხმარებელს ნაცნობ გარემოს სთავაზობს, რაც ცნობადობას ზრდის და აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას.

[R]

McDonald’s 1980-იანი წლების უჩვეულო პერსონაჟს ახლებურად აცოცხლებს

როგორ შეღება Warner Bros.-ის კამპანიამ მსოფლიო ვარდისფრად?