in

Figma – ისტორია, რომელმაც თანამედროვე დიზაინსამყარო შეცვალა

Figma-ს სულ რამდენიმე წელი დასჭირდა, რომ სილიკონის ველის სტარტაპიდან დიზაინისა და პროდუქტის შემუშავების სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პლატფორმად განვითარებულიყო. ის ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული ინტერფეისის დიზაინის ინსტრუმენტია, რომელმაც ხელახლა განსაზღვრა დიზაინერების მუშაობის პრინციპი, დეველოპერებისა და პროდუქტის გუნდების თანამშრომლობა კი რეალურ დროში შესაძლებელი გახადა ადგილმდებარეობის მიუხედავად. 

istoriebi
istoriebi

ამ სტატიაში გავიგებთ, როგორ დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა Figma-მ, ვინ დააფუძნა იგი და როგორი იყო მისი წარმატების ისტორია.

დასაწყისი

Figma დაარსდა 2012 წელს დილან ფილდისა და ევან უოლესის მიერ, რომლებიც ბრაუნის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების სწავლის დროს შეხვდნენ ერთმანეთს. უოლესი გრაფიკას სწავლობდა და კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის ასისტენტ-მასწავლებლის თანამდებობას იკავებდა, ხოლო ფილდი კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის საბაკალავრო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ის Thiel-ის სტიპენდიატად დასახელდა და ეს შესაძლებლობა სტარტაპის დასაარსებლად გამოიყენა.

პირველი ვერსია 2015 წლის 3 დეკემბერს გაეშვა მხოლოდ მოწვეული ვიზიტორებისთვის, ხოლო პირველი საჯარო გამოშვება 2016 წლის 27 სექტემბერს შედგა.

მათი თავდაპირველი ხედვა არ იყო უბრალოდ კიდევ ერთი დიზაინის ინსტრუმენტის შექმნა – მათ სურდათ მთელი დიზაინის პროცესის ონლაინრეჟიმში გადატანა, რაც დიზაინის შექმნას ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდიდა, არამხოლოდ დიზაინერებისთვის. 

ყველაფერი დაიწყო Figma Field-ისთვის მინიჭებული სტიპენდიის მეშვეობით, ბრაუზერზე დაფუძნებული პროგრამის თამამი ექსპერიმენტით. Figma-ს საჯაროდ გამოშვებას, განვითარებასა და იტერაციას კი ოთხი წელი დასჭირდა.

რით გამოირჩეოდა Figma

როდესაც Figma ბაზარზე შემოვიდა, Sketch-ის მსგავსი ინსტრუმენტები უკვე პოპულარული იყო UI/UX დიზაინერებს შორის. თუმცა Figma-მ რამდენიმე რევოლუციური ფუნქცია დანერგა:

  • რეალურ დროში თანამშრომლობა — რამდენიმე მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად იმუშაოს ფაილზე
  • ბრაუზერზე დაფუძნებული წვდომა, რის გამოც პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია საჭირო არ არის
  • ვერსიების ისტორია და ავტომატური შენახვა პროექტის შეუფერხებელი მართვისთვის
  • პლატფორმებს შორის გამოყენებადობა — მუშაობს Windows-ზე, Mac-ზე, Linux-ზე და Chromebook-ებზეც კი
  • უფასო ვერსია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რითაც მან წაახალისა ახალგაზრდა დიზაინერები და მცირე გუნდები.

სწრაფი ზრდა და საზოგადოების ინტერესი

Figma-ს ზრდა სწრაფი იყო. ისეთი კომპანიების დიზაინერულმა გუნდებმა, როგორიცაა Microsoft, Uber, Twitter და Airbnb, სწრაფად აითვისეს ის. 2021 წლისთვის Figma-ს ღირებულება 10 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც მას დიზაინის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ SaaS კომპანიად აქცევდა. ცოტა ხანში კომპანიამ კიდევ გააფართოვა ინსტრუმენტები და დაამატა FigJam, ხელსაწყო იდეების გენერირებისათვის. Figma Community — პლატფორმა მომხმარებლებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ გაუზიარონ ერთმანეთს UI ნაკრებები და შაბლონები.

შეძენის მცდელობა

2022 წლის სექტემბერში Adobe-მ გამოაცხადა, რომ Figma-ს 20 მილიარდ დოლარად შეიძენდა, რამაც შოკში ჩააგდო დიზაინის სამყარო. მიუხედავად Adobe-ს განცხადებისა, რომ სურდა კოლაბორაციული დიზაინის შესაძლებლობების გაუმჯობესება, ბევრი მომხმარებელი სკეპტიკურად იყო განწყობილი. ისინი შიშობდნენ, რომ Figma-ს ინოვაციურობასა და ხელმისაწვდომობას შეიძლება საფრთხე დამუქრებოდა. 

რამდენიმე ქვეყანაში მარეგულირებელი ორგანოების წინაშე წამოჭრილი პრობლემების შემდეგ, გარიგება 2023 წლის დეკემბერში გაუქმდა, რამაც Figma-ს დამოუკიდებლობის შენარჩუნების საშუალება მისცა — გადაწყვეტილება, რომელიც მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა მოიწონა. 

Figma დღეს

2025 წლის მონაცემებით, Figma კვლავ ლიდერობს, როგორც თანამედროვე დიზაინისა და თანამშრომლობის პლატფორმა, რომელსაც მილიონობით ადამიანი და კომპანია იყენებს მთელ მსოფლიოში. ის მხარს უჭერს მოწინავე დიზაინის სისტემებს, პროტოტიპებს და ინტეგრირდება ისეთ ძირითად ინსტრუმენტებთან, როგორიცაა Slack, Jira და GitHub.

Figma-ს წარმატების საიდუმლო

  • მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი — ინტუიციური, სწრაფი და საიმედო
  • ყველასთვის ხელმისაწვდომი, მათ შორის სტუდენტებისა და მცირე გუნდებისთვის
  • ფოკუსირება თანამშრომლობაზე
  • საზოგადოებაზე ორიენტირებული ხელსაწყო
  • უწყვეტი განახლებები და ინოვაცია

Figma უბრალოდ დიზაინის ინსტრუმენტზე მეტიაღრუბლოვანი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობისა და რეალურ დროში თანამშრომლობის ძალის შერწყმით, მან გუნდებს საშუალება მისცა, უფრო ჭკვიანურად, სწრაფად და ერთად ემუშავათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Coca-Cola-ს ლოგოს საკულტო ნიშნად ქცევის ამბავი

საკვები ნარჩენების გამოყენება ურბანულ მეურნეობაში – გამოწვევები და პერსპექტივა