in

Figure-მა ჰუმანოიდი რობოტის შესაძლებლობები გააუმჯობესა

გასულ თვეში Figure-მა, ჰუმანოიდური რობოტიკის ლიდერმა, $675-მილიონიანი დაფინანსება მოიპოვა — მათ შორის მაიკროსოფტის, OpenAI Startup Fund-ის, NVIDIA-ს, ჯეფ ბეზოსისა და სხვა ტიტანებისგან. ეს მნიშვნელოვანი დაფინანსება კი კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის გასაუმჯობესებლად, რობოტიკის წარმოებისა და კომერციული ინვესტიციისთვის გამოიყენა. ასევე, OpenAI-სთან სტრატეგიული თანამშრომლობაც დაიწყო — პარტნიორობის ფარგლებში, ჰუმანოიდი რობოტებისთვის უახლესი AI მოდელები შემუშავდება.

გუშინ Figure-მა შთამბეჭდავი ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც რობოტი 01 წარმოუდგენელ პოტენციალს ავლენს — ამ ეტაპზე, OpenAI-ის დიდი ენობრივი მოდელების ძალის გამოყენებით, შეუძლია ადამიანებთან საუბარი. ასევე, ვინაიდან ეს მოდელები მრავალმოდალურ მოთხოვნებსაც უჭერს მხარს, რობოტს მაღალი დონის ვიზუალური და ენობრივი მონაცემების დამუშავების უნარიც აქვს. ნერვული ქსელები კი სწრაფ, მოხერხებულ მოქმედებებს უზრუნველყოფს.

როგორც Figure-ის წარმომადგენლები განმარტავენ, მათი წარმოდგენით, უახლოეს მომავალში მილიარდობით მსგავსი რობოტი დაგვეხმარება ყოველდღიურ საქმიანობებში. თითოეული მათგანი ისეთი დავალებების შესრულებაზე იზრუნებს, რომლებიც ადამიანებისთვის მეტისმეტად მოსაბეზრებელი და რუტინული გახდა.

როგორი იქნება ვოიაჟერ 365-ისა და გიგი ქათამაძის დიდი „აზიური ვოიაჟი“

ვისკის ბოთლი, როგორც ხელოვნების ნიმუში