ერთი თუნუქის ყუთი, რომელიც თავდაპირველად შოკოლადებისთვის შეიქმნა, შემდეგ კი ძაფებითა და ნემსებით აივსო, ყველას სახლში მოიძებნება… ერთ-ერთ ასეთ ყუთზე კი Filema Rodion-ის სახელი იკითხება, ბერძნული ტრადიციული ტკბილეულის, რომელსაც არსებული ინსაითის სათავისოდ გამოყენება სურდა.
Filema Rodion როდოსის კუნძულზე დამზადებული პროდუქტია, რითაც სახელის მეორე ნაწილიც აიხსნება. რაც შეეხება Filema-ს, უნიკალური ბერძნული სიტყვაა, რომელიც სტუმართმოყვარეობის სინონიმად ითვლება, ანუ ღირებულებად, რომელიც კუნძულის იდენტობასა და კულტურაშია ფესვგადგმული. ამგვარად, სახელიც პატივს მიაგებს ადგილობრივ ტრადიციასა და როდოსის სტუმართმოყვარეობას.

უშუალოდ ოჯახური ბიზნესი კი 2014 წელს დააფუძნეს და მას შემდეგ ექსპერტად გვევლინება ადგილობრივი ტრადიციული პროდუქტების დამზადებაში. მიწის სიყვარულისა და ტრადიციებისადმი ღრმა რწმენით, კომპანიის მისიაა, შემოინახოს და გაიხსენოს მივიწყებული ტრადიციული რეცეპტები. ახლა ეს მისია Filema Rodion-ის საიუბილეო შეფუთვაში Luminous Design-მა გადმოიტანა, შედეგი კი თავად შეაფასეთ:
















