in

„ფილიგრინი“ – ბუნებასთან ჰარმონია თბილისის ცენტრში

საცხოვრებელი ადგილი ქალაქის ცენტრში და ამავდროულად, ბუნებასთან ახლოს, სადაც მხოლოდ 80 მობინადრე დაიდებს ბინას

დედაქალაქის ენერგიულ რიტმში არც ისე მარტივია იპოვოთ ადგილი, სადაც თბილისურ ხმაურს დააღწევთ თავს, დატკბებით მწვანე გარემოთი, სიმშვიდით და ბუნების ხმებით… თუმცა საკმარისია პროექტ „ფილიგრინის“ ჩანაფიქრს გაეცნოთ, რომ გასაგები ხდება – სახლი შეიძლება იყოს ქალაქის ცენტრში და თავს მაინც ბუნებასთან ახლოს გრძნობდეთ. როდესაც „ფილიგრინის“ პროექტს შევავლეთ თვალი, პირველი სიტყვა, რაც აზრად მოგვივიდა, იყო – „ნაფიქრი“ – მის ავტორებს ერთნაირად უფიქრიათ ლანდშაფტთან ჰარმონიასა და საცხოვრებლის მობინადრეების მენტალურ ჯანმრთელობაზე. დიახ, დედაქალაქში, რომელიც მშენებლობის ნაკლებობას არ განიცდის, არც ისე მარტივია იპოვოთ საცხოვრებელი ადგილი, რომელიც მის შემქმნელს ხელოვნების ნიმუშად უნდა აქციოს და ამ მიზნით, ყველა დეტალში გამოხატავს იდეას.

„ფილიგრინის“ პრემიალური ხაზის საცხოვრებელი პროექტი დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ ჩანაფიქრია. სახელიც კი სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია და ფილიგრანული საოქრომჭედლო ტექნიკისა და სიმწვანის ერთიანობას ასახავს. ფილიგრანულ ხელოვნებას არქიტექტურულ გადაწყვეტაშიც მარტივად ამოიკითხავთ – მეტალის „ნაქსოვი“ საჩრდილობლები პროექტის ხელწერას უსათუოდ დაგამახსოვრებთ. ლანდშაფტსა და პროექტის ჩანაფიქრს „ფილიგრინის“ ვიზუალურ ბრენდინგშიც ამოიკითხავთ – ოქროსფერი ძაფები, ფირუზისფერი „მთების“ ფონით იმ შეგრძნებებს გაგიღვიძებთ, რაც საცხოვრებელ სახლში უნდა დაგეუფლოთ.

ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის, გარე სივრცეც სათანადოდაა დაგეგმარებული რამდენიმე ათას კვადრატული მეტრზე დატეულია გარე აუზი, ჩოგბურთის ორი კორტი, ფეხბურთისა და კალათბურთის სპორტული მოედანი. ეს მობინადრეებს დაეხმარებათ, ეზოდან გაუსვლელად დაკავდნენ სასურველი აქტივობებით და ჯანსაღი ცხოვრების სტილი შეინარჩუნონ. დეტალებზე „თეთრი კვადრატის“ დირექტორს, შორენა დარჩიაშვილს ვესაუბრეთ.

„მთავარი იდეაა, ქალაქის ხმაურსა და თანამედროვე რიტმში ვიპოვოთ ადგილი ქალაქის ცენტრში, რომელიც ყოველ საღამოს სახლში მისვლისას განსხვავებული სიმშვიდით გაჯერებულ რეალობაში გადაიყვანს ჩვენს მობინადრეებს. ეს არის ადამიანის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის შესაფერისი ადგილი და პროექტი.“

M: როგორ დააკავშირეთ ერთმანეთთან ფილიგრანული ნაკეთობა და საცხოვრებელი პროექტი?

„ფილიგრინი“ ვერეს ხეობას გადაჰყურებს. თავად ადგილმდებარეობა იყო შთაგონების წყარო. მიხვდით, რომ სწორედ ეს არის ადამიანის და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობისთვის იდეალური ადგილი, ქალაქის ცენტრში, სადაც ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია ასეთი პროექტის არსებობა.

სახელის იდეა ერთბაშად დაიბადა. ფილიგრანული ნაკეთობა მავთულისგან მოქსოვილი საოქრომჭედლო ნამუშევარია. მეორე მხრივ, თავად სიმწვანეში მოქცეულ ტერიტორიაზე გვსურდა ხაზგასმა. სახელწოდებაც ასე შეიკრა: filigree-სა და n-ის შეერთებით გამოვიდა ფილიგრინ – შეიგრძენი მწვანე. შედეგად, მთლიანად 5 შეგრძნებაზე დაეფუძნა, როგორც პროექტის შინაარსი, ისე საკომუნიკაციო კონცეფცია.

ფერებს რაც შეეხება, ვიზუალურ ბრენდინგში ოქროსფერია გამოყენებული, რომელიც ფილიგრანულთანაც ასოცირდება. სტილი თითქოს რელიეფსაც იმეორებს, რასაც ადამიანი შეხედავს, ყოველდღიურად დაინახავს. ამავდროულად, ეს ოქროსფერი ძაფები, თითქოს სუფთა ჰაერის ის ნაკადია, რომელიც იქ უხვად არსებობს.

M: ეს განსხვავებული არქიტექტურული ხაზი როგორ ჩამოყალიბდა?

„ფილიგრინში“ 6 სართულია. საერთო ჯამში 80 ბინაა, რაც ნიშნავს, რომ სართულზე სულ 3 მეზობელია. არქიტექტურული კონცეფცია პროექტზე მუშაობის დროს დაიხვეწა. ამ პროექტის ავტორია კომპანია Dephani AD. მისი დამფუძნებელი ირაკლი შარაშიძე უშუალოდ იყო ჩართული სამუშაო პროცესში. ფასადზე, სადაც პროექტის ყრუ კედლებია, გვინდა მთის რელიეფი დავიტანოთ ნახატად. სამხრეთ მხარეს, მთელი სახლის გასწვრივ არის ღია ვერანდა და გახსნილი ვიტრაჟები. შესაბამისად, საერთო ოთახი იქნება თუ საძინებელი, მთლიანად გახსნილია ამ ხედისა და შუქის მისაღებად.

M: როგორი იქნება განაშენიანება ფილიგრინის გარშემო 2000 კვ.მ-ზე?

„ფილიგრინის“ წინ, 2000 კვ.მ ტერიტორია სრულად დაეთმობა ეზოს. ეს ძალიან კომფორტულია ოჯახებისთვის. ავტომობილი პარკინგის ტერიტორიაზე ქუჩიდან შევა და არ მოხვდება ეზოს მხარეს. არ გვინდა, ეზოში იყოს ასფალტი ან დიდი ქვაფენილი. ვფიქრობთ, ამ ტერიტორიაზე იქნება სპეციალური ადგილი შინაური ცხოველებისთვის, საბავშვო მოედანი, მოზრდილი სტადიონი, იოგას სავარჯიშო ტერიტორია, ჩოგბურთის კორტები, ღია აუზი…

M: რა ღირებულებების შექმნა გინდათ მობინადრეებისთვის, ამ პროექტის საშუალებით?

გვინდა, ეს პროექტი იყოს თანამედროვე ცხოვრების, დღევანდელობის საჭიროებაზე მორგებული, რათა ადამიანმა მენტალურად ჯანსაღად იგრძნოს თავი, იყოს ჰარმონიაში გარემოსთან, ოჯახთან, ბუნებასთან, საკუთარ თავთან… ესაა სახლი დიდი ოჯახისთვის – საცხოვრებელი ბინებიც, ძირითადად, მრავალოთახიანია. ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტის პირველი გამოხმაურებები სწორედ დიდ ბინებზეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა ზუსტად გაიგეს იდეალური საცხოვრებლის ის ჩანაფიქრი, რომელიც მათ თანამედროვე ცხოვრების რიტმს და სტილს შეეფერება დღეს.

 

[R]

კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა SANGU-სგან

აი, რა უნდა იცოდეთ დასაქმების ბრენდინგის შესახებ