Film Asylum-ის ნამუშევრებში ყოველთვის ამოიცნობთ ამბის თხობისა და Film Craft-ის მათეულ ხელწერას. ვიდეოპროდუქციის უზარმაზარ ინდუსტრიაში, დღეს, ძნელია გააკვირვო მაყურებელი. 103-წამიან ვიდეორგოლში თავმოყრილია რეკლამები, ფილმები, სერიალები და სხვა ვიდეოკონტენტი, რომლებზეც Film Asylum-ის გუნდს უმუშავია.
„როცა ფილმის, სერიალის და რეკლამის წარმოება, ციფრულმა სამყარომ ხელმისაწვდომი გახადა, იმ სამყაროში, სადაც უკვე მილიონობით ამბავია მოყოლილი და გადაღებული, ერთი შეხედვით, თითქოს ახლის გაკეთებას აზრი არ აქვს. თუმცა, არის ერთი რაღაც, რაც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ სამყაროს, რაღაც ისეთი, რაც აქამდე არავის არასდროს არ გაუკეთებია და ეს ჩვენი საკუთარი თვალთახედვაა.
ყოველთვის ვცდილობთ, ამბის თხრობა მთავარი ელემენტი იყოს, ყველა ასპექტში. ანუ კადრი უბრალოდ ლამაზი ან კარგად განათებული კი არ იყოს, არამედ მასში ყველაფერი ამბავს ჰყვებოდეს, ყველა წვრილმანზე იყოს ნაფიქრი და რაც მთავარია, ყველა დეტალში იგრძნობოდეს იდეა,“ – ამბობს Film Asylum-ის თანადამფუძნებელი ვაკო კირკიტაძე.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი