16
Apr
2019

ვინ არის Film კატეგორიის ჟიური კანის ახალგაზრდულ კონკურსზე?

16 Apr 2019

Young Lions Georgia 2019-ის ფილმის კატეგორიის ჟიური უკვე ცნობილია. კანის ახალგაზრდული კონკურსის მონაწილეებმა ბრიფი, 12 აპრილს, Young Lions-ის გახსნით ღონისძიებაზე მიიღეს. მონაწილეთა მიზანი იყო, 48 საათის განმავლობაში, შეექმნათ 60-წამიანი ვიდეორგოლი, რომელიც ადამიანებს offline რეჟიმში მეტი დროის გატარებისკენ უბიძგებდა. ამ კატეგორიის ნამუშევრებს შეაფასებენ სფეროს პროფესიონალები საქართველოდან, იტალიიდან, სინგაპურიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან და ბულგარეთიდან.

სანდრა ბოლდი – ციფრული კრეატივის დირექტორი, Publicis Italy, იტალია

ჩილიპ ონგი – კრეატივის დირექტორი, Wunderman Singapore, სინგაპური

ტიბორ დინგელსტადი – კინემატოგრაფი, WPA | Worldwide Production Agency

ევგენი მიხაილიუკი – პროდუსერი, Radioaktive Film, უკრაინა

პაველ ფლეგლი – კრეატივის დირექტორი, Isobar Czech Republic, ჩეხეთი

საბინ ჰეკლი – მმართველი პარტნიორი, soup. filmproduktion berlin, გერმანია

იველინა გიჩევა – კრეატივის დირექტორი, Tribal Worldwide Sofia, ბულგარეთი

სოფო ბალავაძე – საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  VEON

ლევან ბახია – რეჟისორი, Sarke Studio

დიმა ჩხეიძე – რეჟისორი

ოლეგ კოშევოი – დამფუძნებელი, Gvardiya Production House, უკრაინა

კონსტანტინ ვრაგე – პროდუსერი, შვეიცარია

შტეფან ტელეგდი – დამფუძნებელი პარტნიორი, Nerd Communications, გერმანია

საქართველოს ისტორიაში Young Lions Georgia-ს შესარჩევი ტური პირველად 2015 წელს ჩატარდა. მას შემდეგ, ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რაოდენობა. წელს, კონკურსზე 173 გუნდი დარეგისტრირდა, რაც მონაწილეთა რეკორდული რაოდენობაა საქართველოსთვის, ამ ხუთი წლის განმავლობაში. კონკურსი ხუთ კატეგორიაში ჩატარდა: FILM, DIGITAL, PRINT, DESIGN, MARKETER. გამარჯვებული გუნდები, საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე გაემგზავრებიან და მსოფიო პირველობისთვის იბრძოლებენ. კანის კრეატიულ ფესტივალს 65 წლიანი ისტორია აქვს. კანის ლომები კი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა მსოფლიო სარეკლამო ინდუსტრიაში. საქართველოს უკვე აქვს მოპოვებული ერთი ოქრო ახალგაზრდა მარკეტერების კატეგორიაში. ასევე, ქართული სააგენტოების ანგარიშზეა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს ლომი. Young Lions Georgia 2019-ის შედეგები 20 აპრილს გახდება ცნობილი. დაჯილდოებაზე მოწვეული იქნებიან საერთაშორისო დონის პროფესიონალები: ერიკ კესელსი (Design კატეგორიის ჟიური), სანდრა ბოლდი (Film კატეგორიის ჟიურის წევრი) და ანდრეს ვერგარა (Print კატეგორიის ჟიური). სპიკერები კონკურსის მონაწილეებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.

განხილვა