11
May
2018

ყმაწვილლომების შეჯიბრმა სტარტი აიღო! ვიდეორეპორტაჟი YOUNG LIONS 2018-იდან

11 May 2018

დღეს, ყმაწვილლომებისთვის კონკურსი ორ კატეგორიაში: Young Marketers და Film დაიწყო. ამიტომაც, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პარკს მარკეტერი ეწვია და ქვემოთ, დეტალურად მოგიყვებით იმ სიახლეებისა თუ დავალებების შესახებ, რომელსაც ადგილზე გავეცანით.

როცა ინოვაციების მეორე სართულზე აღმოვჩნდით, ჯერ კიდევ, ცოტა ხალხი იყო, დარბაზში კი, სპეციალურ მაგიდაზე ელაგა, ჯერჯერობით, უპატრონო ჯილდოები. სად არიან მათი მფლობელები? ჯილდოების მოსაპოვებლად და მსოფლიოს კრეატიულ რუკაზე საქართველოს მოსანიშნად – წელს, 164 გუნდი, 5 კატეგორიაში იბრძოლებს. დღეს კი, ტექნოპარკის მეორე სართულზე, კანის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში, 2 კატეგორიის 61 გუნდს უმასპინძლა.

პრესკონფერენციაზე ის ძირითადი სიახლეები გაგვაცნეს, რომელიც ზოგადად, ფესტივალის მეოთხე მიმდინარეობას შეეხება. ფესტივალის ორგანიზატორებმა მიმოიხილეს წინა წლების გამოცდილება და აღნიშნეს, რომ ახალ „ლეველზე“ ვართ.

არაერთხელ დავრწმუნდით, რომ გვაქვს ფრთები და ჩვენც შეგვიძლია, ვიფრინოთ“, – ლევან ლეფსვერიძე, კანის კრეატიული ფესტივალის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ფესტივალის მეგობარია თიბისი, ხოლო „სოკარი“, თბილისის მერია და popsport.ge ფესტივალს წელს შემოუერთდნენ. „სოკარის“ დირექტორმა – ლევან გიორგაძემ, პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა კრეატიული ინდუსტრიის მნიშვნელობას სოციალურ პროცესებში:

„თუ გავტეხ ამ ფიცს, პასუხისმგებელი ვიქნები საკუთარი კომპანიისა და კოლეგების წინაშე“ – ფესტივალის არაფორმალური და თითოეული კონკურსანტისთვის საყვარელი ნაწილი – ფიცის დადების რიტუალი ერთხმად შესრულდა:

Young Marketers-ისთვის განკუთვნილი ბრიფი, წელს, თბილისის მერიას ეკუთვნის და ის მონაწილეებს ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელმა – სერგი გვარჯალაძემ წარუდგინა.

სწორედ ღამის ეკონომიკის განვითარებას ეხება ახალგაზრდა მარკეტერების დავალება, რომლის მიხედვითაც, თავად უნდა შექმნან სრულფასოვანი ბრიფი.

Young Marketers-ის კატეგორიის კონკურსანტებს დავალების შესასრულებლად 24 საათი აქვთ, საუკეთესო 10 გუნდი კი კვირას, ჟიურის წინაშე, პრეზენტაციის გზით წარადგენს ნამუშევარს. ეს ფაქტი მათ უმეტესობაში მღელვარებას იწვევს:

თოი მეორედ იღებს Young Lions Georgia-ზე მონაწილეობას. წელს, Film-ის კატეგორიაში მიღებული ბრიფი, რომელიც ალკოჰოლის მიღებას, განსაკუთრებით კი, არასრულწლოვნებში თრობას ეხება, მისთვის უფრო ახლობელია. აღნიშნულ თემაზე, Film-ის კატეგორიის მონაწილე 26-მა გუნდმა, მობილური ტელეფონის გამოყენებით, უნდა შექმნას ერთწუთიანი ვიდეორგოლი.

ვინ აფასებს კონკურსანტებს? წელს, Young Lions Georgia-ს განსაკუთრებულად მრავალფეროვანი ჟიური ჰყავს. ჟიურის წევრები და პრეზიდენტები ევროპიდან და საქართველოდან სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ გუნდებს გამოავლენენ, ანუ მათ, ვინც წელს, კანის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე საქართველოს სახელით იბრძოლებს. მანამდე კი, კანის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში – ლევან ლეფსვერიძე მოგვიწოდებს:

განხილვა