in

Filmmaker.ge მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისთვის იდეების კონკურსს აცხადებს

კინოპლატფორმა Filmmaker.ge მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისთვის იდეების კონკურსს აცხადებს, რომლის მიზანია დოკუმენტური კინოს დახმარება, წახალისება და განვითარება. პროექტი კინოდოკუმენტალისტებს შეუწყობს ხელს, როგორც იდეის დამუშავებაში, ისე ფილმის გადაღების პროცესში. ეს ფორმატი რეჟისორს საშუალებას აძლევს, წარადგინოს მიმდინარე პროექტები, ან სრულიად ახალი იდეები. აღსანიშნავია, რომ იდეების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

„პანდემიამ ქართულ კინო კიდევ უფრო რთული გამოწვევების წინაშე დააყენა, განსაკუთრებით კი, ქართული კინოდოკუმენტალისტიკის განვითარება შეაფერხა. სწორედ ამიტომ, „ფილმმეიკერის“ კონკურსი ამ მიმართულების მხარდაჭერას გეგმავს. ჩვენი უმთავრესი მიზანი კინოში მოღვაწე ხალხის საზოგადოებისთვის გაცნობა, ეროვნული კინოწარმოების ხელშეწყობა, ინდუსტრიაში არსებული პრობლემების ანალიზი და აღმოფხვრის გზების ძიებაა“.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა მაქსიმუმ 500-სიტყვიანი, ნათლად ჩამოყალიბებული იდეის წარდგენა, დაწყებული დოკუმენტური ფილმის შემთხვევაში, ვიდეო მასალა, ახალი იდეის შემთხვევაში – ვიზუალური პრეზენტაცია. ასევე, პორტფოლიო, „შოურილი“ ან რეზიუმე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერი იდეით, როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური ნამუშევრის წარდგენით. შერჩეული პროექტებისთვის გათვალისწინებულია ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა.

„ვიმედოვნებთ, რომ რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში, ეროვნულ კინოინდუსტრიაში დაძრული პოზიტიური ცვლილებები, რომლებიც პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა საგრძნობლად შეაჩერა, კვლავ გაცოცხლდება. აღნიშნული კონკურსი კი ამ პროცესების დაჩქარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“.

იდეების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 10 მარტი 23:59(GMT+4). მონაწილეობის მსურველებმა პროექტები უნდა გააგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]. გამარჯვებულებთან დაკავშირება, კონკურსის ვადის ამოწურვიდან, 10 სამუშაო დღეში მოხდება.

პროექტის პარტნიორები არიან: Marketer.ge, კინოკომპანია Sarke Studio, Silk Factory Studio და პოსტ პროდაქშენ კომპანია POSTRED.

როგორ მუშაობს ტანსაცმლის რითეილი?- რეზო მაღალაშვილი

ბაკურიანი „A“ კლასის მსოფლიო ტურნირების მასპინძელი ხდება