in

FINA – „კომპანია, რომელიც ყოველთვის მზადაა თქვენი ბიზნესის ნებისმიერ გამოწვევას, გადაწყვეტილებით უპასუხოს“

უკვე მე-10 წელია, რაც კომპანია FINA სხვადასხვა მიმართულების ბიზნესის ავტომატიზაციის კუთხით მუშაობს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს ბიზნესს  წარმატებული საქმიანობისთვის სჭირდება, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებაა. ეს ის სფეროა, რომელიც ქმნის მომავალს და აშენებს მყარ საფუძველს ნებისმიერი გამოწვევის მარტივად დასაძლევად. კომპანიები, რომლებიც მეტნაკლებად მაინც ადაპტირებულნი იყვნენ, ან სწრაფად მოახერხეს ტექნოლოგიებთან დამეგობრება, გაცილებით უმტკივნეულოდ გადაიტანეს გასული წლის გამოწვევები, უფრო მეტიც, ბევრმა დაინახა ახალი შესაძლებლობები და რეალობამ უბიძგა წინსვლისკენ.

ასეთ კომპანიებს წარმოადგენენ FINA-ს მომხმარებლები, რომელთა რაოდენობაც, უკვე, 4000-ს გაცდა, მათ შორისაა ისეთი ტოპ ბრენდები, როგორებიცაა:  Wendy’s, Dunkin’, Subway, ICI PARIS, ციტადელი, წისქვილი, DHL, Alliance Palace და მრავალი სხვა. გასული წლიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორც ბიზნესის განვითარების, ასევე მომსახურების სრულყოფის მიმართულებით.

FINA-ს არსებული პროდუქტები მუდმივად ვითარდება ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ბოლო ერთი წლის მანძილზე შეიქმნა 3 ახალი, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი პროექტი. ესენია:

NOKA (www.noka.tech) – მაღალტექნოლოგიური მარკეტი, რომელსაც შემუშავებული ტექნოლოგიის თვალსაზრისით, მთელს მსოფლიოში ანალოგი არ ყავს. მარკეტი, მოლარეს გარეშე, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავი აარიდონ დამღლელ რიგებს, დაზოგონ დრო, უბრალოდ აიღონ პროდუქტი რომელიც სურთ და გადაიხადონ სპეციალურ ბარიერთან. სავაჭრო ქსელის წარმომადგენლებისთვის კი, NOKA ტექნოლოგიური გადაწყვეტილებაა ფილიალში რიგების შესამცირებლად, მოლარე-კონსულტანტების დატვირთული რეჟიმის განსამუხტად და საკუთარი მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სავაჭრო გარემოს შესაქმნელად. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს არსებული სისტემის ტესტირება FINA-ს თანამშრომლებზე და ძალიან მალე, NOKA მარკეტი მზად იქნება მომხმარებლების მისაღებად.

FINA-ს კიდევ ერთი, ახალი პროდუქტია Miomedica (https://miomedica.ge/) – ესთეტიკის ცენტრებისა და სტომატოლოგიური კლინიკების მართვის პროგრამა, რომელსაც არაერთი ობიექტი უკვე წარმატებით იყენებს. პროგრამა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დისტანციურად დაჯავშნონ ვიზიტი, პროცედურა, ბიზნესის მხარეს კი, ეხმარება პროგრამის მეშვეობით აკონტროლონ ჯავშნები, საჭიროების შემთხვევაში მართონ რიგები, პროცედურაზე ჩაწერილ მომხმარებლებთან გააგზავნონ შეხსენების SMS, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მომსახურებისას, რომელიც ზუსტ პერიოდში მოითხოვს განმეორებით ვიზიტს. რაც ბიზნესისთვის ყველაზე საინტერესოა, ყოველდღიურ რეჟიმში თვალი ადევნონ გაყიდვების დინამიკას, მომხმარებლების ქცევას და შესაბამისად დაგეგმონ სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები, თუ განსაკუთრებული შეთავაზებები.

და ბოლოს,  FINA-ს ყველაზე ახალგაზრდა პროდუქტია – WEEKSy (www.weeksy.ge), სამუშაო საათების აღრიცხვის სისტემა. შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილების ძალაში შესვლის პერიოდისთვის, FINA უკვე მზად იყო კომპანიებისთვის შეეთავაზებინა თანამშრომლების სამუშაო საათების აღრიცხვის სრულყოფილი სისტემა, რომელიც მათ მნიშვნელოვნად გაუადვილებთ დასაქმებულის დასწრების აღრიცხვას მაშინაც კი, როდესაც თანამშრომლებს ცვლებში უწევთ მუშაობა, ხშირადაა საჭირო განრიგების შედგენა, შვებულების, სხვადასხვა მიზეზით გაცდენილი დღეების, გამოსასვლელი დღეების აღრიცხვა და ა.შ. მიმდინარე პერიოდში, პროგრამას, ასევე, ემატება დავალებების მართვის მოდული, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით საჭირო გახდა კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობაში. აღნიშნული მოდულით მარტივადაა შესაძლებელი საქმის პროექტებისა და გუნდების ჭრილში დაყოფა, კონკრეტულ დავალებაზე მენეჯერისა და პასუხისმგებელი პირის დანიშვნა, შესრულების პროცესის მონიტორინგი და დავალების დასრულების შესახებ მყისიერი შეტყობინების მიღება.

,,ვთვლით, რომ ჩვენი არსებობის მანძილზე, მთავარ ღირებულებებს ჩვენი გუნდი და მომხმარებლები წარმოადგენენ. ამასთან, სტაბილურობა და მაღალი ხარისხი FINA-ს მთავარი ფასეულობებია. გუნდი გვეხმარება იმაში, რომ შევქმნათ ის პროდუქტები, რაც ბიზნესს მართვის მიმართულებით პროცესებს გაუადვილებს, ხოლო მომხმარებლები წარმოადგენენ მამოძრავებელ ძალას, რომ ჩვენს მიერ შექმნილი პროდუქტები განვითარდეს და სრულად მოერგოს ნებისმიერი კომპანიის მოთხოვნებს“- აცხადებს კომპანია FINA-ს დამფუძნებელი და დირექტორი – დავით თოფჩიშვილი.

კომპანია FINA ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და ამ დროის მანძილზე, არაერთ კომპანიას გაუმარტივა ბიზნესის მართვა პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით. კომპანიის უახლოეს გეგმებში უცხოური ბაზრის ათვისება შედის. ამ კუთხითაც უკვე გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები. ბიზნესისთვის საჭირო სიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ FINA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდსა (www.fina.ge) და Facebook გვერდზე (www.facebook.com/fina.ge).

 

[პარტნიორის კონტენტი]

ნახეთ: ასტრონომებმა შავი ხვრელის კიდეებთან მაგნიტური ველის ფოტო გადაიღეს

მეცნიერებმა Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კოდი გაშიფრეს!