ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ ეფექტურად დაგეგმონ საკუთარი ფინანსური ცხოვრება, ხელფასიდან ხელფასამდე დაზოგონ თანხა, ან სურთ მეტი ინფორმაცია მიიღონ საბანკო სერვისების შესახებ, TBC ბანკმა საგანმანათლებლო პროექტი “ფინანსური რჩევები” შესთავაზა.
პროექტთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად მარკეტერი პროექტის ავტორსა და წამყვანს – ნათია ზედგინიძესა და პროექტის მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერს – თამუნა გოჩაშვილს ესაუბრა.
M: როგორ გაჩნდა პროექტი “ფინანსური რჩევები”-ს შექმნის იდეა ?
პროექტის ინიციატორი და იდეის ავტორი არის TBC ბანკი. ეს არის თიბისი ბანკის მულტიმედიური ინიციატივა ფინანსური განათლების ხელშესაწყობად. პროექტის აუცილებლობა განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა:
- საზოგადოების მიერ ფინანსური პროდუქტების და პირადი ბიუჯეტის არასწორი მართვის პრაქტიკა
- ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას აქვე ნეგატიური დამოკიდებულება ბანკების მიმართ. ეს ხშირ შემთხვევაში აიხსნება საბანკო პროდუქტების შესახებ არასაკმარისი ცოდნით.
- რიგითი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა წყაროებიდან ფინანსურ საკითხებზე მიწოდებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი.
- ამასთან, ინფორმაცია მიწოდებულია რთული, ტექნიკური ტერმინებით. შესაბამისად, მომხმარებელს უჭირს გაანალიზოს მიღებული ინფორმაცია მისთვის გასაგებ ენაზე და შემდგომში მიიღოს მასზე მორგებული სწორი გადაწყვეტილება.
M: რა არის პროექტის მიზანი ?
პროექტი საგანამათლებლო ხასიათისაა. პროექტის მიზანია საზოგადოებას აუხსნას და ესაუბროს პირადი ბიუჯეტის (შემოსავლების და ხარჯების) სწორად მართვაზე; და საბანკო პროდუქტების შეძენა-ფლობასთნ დაკავშირებულ ძირეულ საკითხებზე.
M: როგორ ხდება გადაცემებისთვის თემის შერჩევა ?
თემების შერჩევა ხდება რამოდენიმე გზით: სოციალურ მედიაში მოქალაქეები სვავენ კთხვებს ან წერენ წერილებს საკუთარ პრობლემებზე, გამოცდილებაზე. არის მეორე გზაც, როცა მოქალაქეები რეკავენ ტელეფონის ნომერზე 2 777 000 და ტოვებენ შეტყობინებებს, კითხვებს მათთვის საინტერესო თემებზე. გარდა ამისა, ტარდება გამოკითხვა კვლევის სახით, რომელიც ასევე გვეხმარება განვსაზღვროთ ის თემები, რომლებიც აქტუალურია იმ პერიოდში.
M: ვინ არის სეგმენტი და როგორ ეხმარება თქვენი რჩევები თითოეულ მათგანს ?
პროექტი გამიზნულია მომხმარებელზე, რომელსაც უდგას ამოცანა გაერკვეს და გამოიყენოს საბანკო პროდუქტები მაქსიმალურად ეფექტურად და დაგეგმოს საკუთარი ფინანსური ცხოვრება. მაგალითად: ადამიანიებისთვის, რომლებსაც აქვთ სესხები, მაგრამ არ იციან იმ პირობების შესახებ, რომელსაც ხელს აწერენ; ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ თავისუფალი ფული ანაბრის ან ინვესტიციისათვის, და სურთ გაიგონ ,როგორ უნდა მართონ ეს აქტივი ეფექტურად; ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ხელფასიდან ხელფასამდე და სჭირდებათ რჩევა, რათა უკეთესო ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღონ.
M: რა საკომუნიკაციო არხებს იყენებთ ინფორმაციის მიწოდებისთვის ? ( მაგ: ტელევიზია, ინტერნეტი და ა.შ)
პროექტი „ფინანსური რჩევები“ ორ პლატფორმას მოიცავს: ინტერნეტი და სოციალური მედია, სადაც ვრცელდება მოკლე ვიდეო რგოლები კონკრეტულ თემატიკაზე.
ვიდეო რგოლები ასევე ვრცელდება სატელევიოზიო არხითაც – TV 11.
გარდა ვიდეო რგოლებისა, ნათია ზედგინიძის ოფიციალურ Facebook გვერდზე იდება მოკლე ტექსტური რჩევები მოქალაქეებისთვის მათთვის საინტერესო თემებზე, ასევე ხდება საინტერესო სტატიების და სტატისტიკური მონაცემების გაზიარება.
მეორე საკომუნიკაციო არხი გახლავთ – სატელევიზიო პლატფორმა: მაესტრო და TV 11. სატელევიზიო გადაცემა „ფული და სურვილები“-ს ნახვის შესაძლებლობა აქვს ტელემაყურებელს ყოველ კვირა დღეს საღამოს 20:00-ზე.
M: რაც შეეხება თქვენს გადაცემას “ფული და სურვილები”… (რით განსხვავდება “ფინანსური რჩევები”-სგან, რა სეგმენტზეა გათვლილი)
YouTube ვიდეო რგოლები არის 3-5 წუთიანი, კონკრეტულ თემაზე და კონკრეტული რჩევებით. და მათი ნახვა შესაძლებელია როგორც სოციალურ მედიაში, თიბისი ბანკის იუთუბ არხზე ასევე TV 11-ზე.
სატელევიზიო გადაცემა „ფული და სურვილები“ განსხვავებული ფორმატის არის. გადაცემა არის ინტერაქციული და 30 წუთის მანძილზე წამყვანი არა მხოლოდ რჩევებს უზიარებს ტელემაყურებელს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, არამედ სტუმრის რეალურ ისტორიაზე დაყრნობით პასუხობს დასმულ კითხვებს და აჯამებს თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.
M: გაქვთ ამ ეტაპზე მონაცემები, თუ რა გავლენას ახდენს აღნიშნული პროექტი და თუ იგეგმება მისი მომავალ წელს გაგრძელება ან რაიმე ცვლილების შეტანა ?
პროექტი „ფინანსური რჩევები“ ძალიან წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. პროექტის პირველმა სეზონმა მაყურებელთა და მსმენელთა შორის დიდი პოპულარობა და ამასთან, საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. კერძოდ, ბრიტანული კომპანიის BOC ორგანიზებით გამართულ ბიზნეს დაჯილდოებაზე Business brilliance Awards 2014 გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი ამ ინოვაციური პროექტის შექმნისათვის დაჯილდოვდა.
პროექტმა დაწყებიდან თიბისი ბანკის იუთუბ არხზე დააგროვა 222,310 ნახვა, რამაც ჯამში 370,256 წუთი შეადგინა. გამოხმაურებების 83% პოზიტიური ხასიათისაა. აღშნული ადასტურებს, რომ ბანკის მომხმარებლები დაიტნერესებულები არიან ფინანსური რჩევებით და იმით, რომ მიიღონ მეტი ინფორმაცია როგორ მართონ უკეთ თავიანთი ფინასები.
25 ყველაზე ყურებადი თიბისი ბანკის ვიდეობიდან 6 არის ფინანსური რჩევების ვიდეო.













