in

„აჯობე თავს!“ – ფინბიუროს საკომუნიკაციო კამპანია

ცოტა ხნის წინ, მარკეტერის კითხვას, თუ როგორ იქცევიან ადამიანები, როდესაც მათ ტელეფონებზე ზარი უცხო ნომრიდან შემოდის, სოციალურ ქსელში განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა – ზოგი ჯერ ცდილობს გაიგოს, ვინ ურეკავდა და მხოლოდ შემდეგ დაუკავშირდეს, ზოგიც – აუცილებლად პასუხობს, განწყობის მიხედვით, სხვები თავს არიდებენ უცხო ნომრებისთვის პასუხის გაცემას. თქვენ როგორ იქცევით? ფიქრობთ – ვინ იცის, საიდან რეკავენ? თავში მაშინვე ხომ არ აწრიალდებიან ხოლმე აზრი, არ უპასუხოო? თითქოს, რაღაც სიტუაციიდან ვფიქრობთ გაქცევაზე, ხანაც – ამას სხვები გვირჩევენ. როგორც აღმოჩნდა, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ფინბიუროს ვიდეორგოლიც სწორედ ამაზე გვესაუბრება. „აჯობე თავს!“ – ამ გზავნილით, ფინბიურო გვირჩევს ვუპასუხოთ მათ და მივცეთ ეკონომიკური გაჯანსაღების შესაძლებლობა მათ წარმომადგენლებს.

ორგანიზაციას ზურგს უმაგრებენ საერთაშორისო პარტნიორები და პროფესიონალი გუნდი. საქართველოს მასშტაბით, ფინბიუროს 17 ფილიალი აქვს და 800-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ცოტა ხნის წინ, ფინბიუროში დიდი განახლება დაიწყო, რაზეც მოგვიანებით ვრცლად გიამბობთ.

კამპანიაზე სააგენტო JWT Metro-მ იმუშავა.

 

კრედიტები:

სააგენტო: JWT Metro
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: გიორგი ქვლივიძე
უფროსი არტ დირექტორი: ბიკო ვარშანიძე
უფროსი კოპირატერი: დავით კილაძე
ოპერატორი: ომარ გელაშვილი
ექაუნთ მენეჯერი: არჩილ ამაღლობელი

ქართული სამაგიდო თამაში „მეგალომანია“ Boardgamearena-ზე მოხვდა!

საქართველოს ბანკი: Google Pay საქართველოშია და ჩვენი მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია