in

განახლებული „ფინბიურო“ – გზამკვლევი თქვენი ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესში

„აჯობე თავს“ – ფინბიურომ, ამ მთავარი გზავნილით, სულ ცოტა ხნის წინ, კამპანია წამოიწყო. ვიდეორგოლის საშუალებით ფინბიურო იმ ადამიანებს ესაუბრება, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით, თავს არიდებენ ფინანსურ ვალდებულებებს და ამით საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას აზარალებენ. კამპანია გვირჩევს, არ დავუჯეროთ აზრს, რომელიც გაქცევისკენ გვიბიძგებს და კარგად გავერკვეთ, როგორ შეუძლია ფინბიუროს სასესხო ისტორიის გამოსწორება. ბოლო დროს, ფინბიურო საფუძვლიანად განახლდა – შეიცვალა ბრენდინგი, სტრატეგია, მიდგომა და სამუშაო სტანდარტი

ფინბიურო სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მსოფლიოში წამყვან და წარმატებული კომპანიების მოდელებს ეყრდნობა. ფინბიურო თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: BAG, კრედიტ ინფო, სქოუფის რეიტინგი, საქართველოს ეროვნული ბანკი, თიბისი, ლიბერთი, კრედო, საქართველოს ბანკი, კრისტალი და ა.შ.

ფინბიუროს დიდ განახლებაზე კომპანიის დირექტორი სოფო ვარამაშვილი და კამპანიის კრეატიული დირექტორი გიორგი ქვლივიძე გვესაუბრნენ.

M: რას ნიშნავს ეკონომიკური გაჯანსაღება და როგორ ეხმარებით ადამიანებს ამ კუთხით?

სოფო: ჩვენ ვმართავთ სასესხო ვალდებულებებს, რაც გულისხმობს სუბიექტების ეკონომიკურ გაჯანსაღებას, ანუ ადამიანების ეკონომიკაში დაბრუნებას. ფინბიურო საფინანსო ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ საბოლოოდ დაფარვაში ეხმარებიან, რაც ითვალისწინებს მიმდინარე ვალდებულებების ერთ სივრცეში მოქცევას, მათ მენეჯმენტს და ინდივიდუალური შეღავათებისა და გრაფიკის შეთავაზებას.

გვინდა ვიყოთ კომპანია, რომელიც ნერგავს სტანდარტებს. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი საქმიანობის იმიჯი იყო შელახული, არ არსებობდა ნდობა. რებრენდინგი შედეგია სურვილის, არა მარტო ჩვენი კომპანიის, არამედ ზოგადად ამ საქმიანობის მიმართ შეიცვალოს დამოკიდებულება. ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც ვინმეს რამეს ვართმევთ, არამედ ვართ ადამიანები, რომლებიც ვცდილობთ მათი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, მოვახდინოთ მათი ვალდებულებების დაფარვა უმტკივნეულოდ, შევთავაზოთ მათ გამოსავალი.

M: გვიამბეთ უფრო მეტი ფინბიუროს შესახებ, რა გზა გაიარა კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე და რა არის მისი მთავარი მისია?

სოფო: ფინბიუროში, დაარსების დღიდან, მოტივირებულები ვართ შევქმნათ გარემო, რომელიც მიმართულია ნდობაზე, კეთილსინდისიერებასა და ურთიერთპატივისცემაზე. ჩვენს ორგანიზაციას ზურგს საერთაშორისო პარტნიორები და პროფესიონალი გუნდი უმაგრებს. საქართველოს მასშტაბით, 17 ფილიალი გვაქვს და 800-ზე მეტ თანამშრომელს ვაერთიანებთ.

2022 წლის მონაცემებით, ფინბიუროს ანგარიშზე 200 000-ზე მეტი მომხმარებელი და მილიონ ლარზე მეტი დაფარული სესხია. ჩვენს პორტფელში არის უამრავი მადლიერი მომხმარებელი, რადგან ჩვენ რეალურად ვემსახურებით სუბიექტების ეკონომიკურ გაჯასაღებას. დიდი შეღავათების გაწევით, მათზე მორგებული გადახდის განრიგის ოპტიმალური დაგეგმარებით. ეს კმაყოფილება თავიდან ბოლომდე კავშირშია თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმთან და იმ მიდგომებთან, რომელსაც ამ დრომდე მივაღწიეთ და აუცილებლად გავაუმჯობესებთ, რადგან ჩვენ ყოველთვის ვიზიარებთ დასავლურ გამოცდილებას და მუდმივად ორიენტირებულები ვართ განვითარებზე, განახლებაზე, კომუნიკაციის გამარტივებაზე და ურთიერთთანამშრომლობაზე.

გვახარებს ასეთი უკუკავშირი მომხმარებლების მხრიდან:

M: ფინბიუროში ძირეული ცვლილებებია. რა სიახლეა რებრენდინგის თვალსაზრისით?

გიორგი: პირველ რიგში, ცვლილება შეეხო სახელს და ფინანსური ბიუროს ნაცვლად, კომპანიას ფინბიურო დაერქვა – ბევრად უფრო სხარტი, ლაკონური, ბრენდისთვის დამახასიათებელი ფორმა. ახალი ბრენდ-პლატფორმის საფუძველზე შემუშავდა ვიზუალური სტილიც. დინამიკური, თითქმის სპორტული ჩირაღდანი განასახიერებს იმ ოპტიმისტურ შემართებას, რომლითაც ბრენდი ეპყრობა თავის მომხმარებლებს. ახალი სიმბოლოთი ბრენდი იღებს პასუხისმგებლობას იყოს გზამკვლევი ადამიანის ფინანსურ გაჯანსაღებაში.

შეიცვალა, ასევე, საკომუნიკაციო ფერებიც – წითლისა და ვარდისფრის გრადაცია, დიდი დოზით თეთრთან კომბინაციაში ბრენდს უფრო მკვეთრსა და პოზიტიურ შედეგებზე ორიენტირებულს ხდის. ამას ემატება შავი ტიპოგრაფია, რომელიც საერთო ხასიათს გაწონასწორებულ და საქმიან შინაარსს სძენს. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ახალი ძლიერი ბრენდის სახეს ქმნის, რომელიც არსობრივად გამოიყურება ისე, როგორც შეიძლება გამოიყურებოდეს ადამიანი, რომელიც გეტყოდა – „აჯობე თავს!“.

M: მოდით, მკითხველს ვუამბოთ ფინბიუროს სერვისების შესახებ…

სოფო: როგორც უკვე აღვნიშნე, ფინბიუროს მიზანია შევქმნათ გარემო, რომელიც მიმართულია ნდობაზე, კეთილსინდისიერებასა და ურთიერთპატივისცემაზე. დავეხმაროთ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სასესხო ვალდებულებები და ვერ უმკლავდებიან მათ გადახდას. მომხმარებელს ვთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

  • ავტომატური გადახდის სისტემა; 
  • ინდივიდუალური პირობა და შეღავათები;
  • სპეციალური შეთავაზებები სესხებზე;
  • დოკუმენტების და ცნობების დისტანციურად ატვირთვა;
  • ყველა მიმდინარე სესხზე წვდომა.

მომხმარებელს პირობების გაგება რამდენიმე გზით შეუძლიათ: SMS გზავნილის მიღება, ცხელ ხაზზე დაკავშირება, ვებგვერდზე დარეგისტრირება, მობილური აპლიკაციის გადმოწერა. 

ფინბიუროს მომხმარებლებს შეუძლიათ უფასო კონსულტაციის მიღება ნებისმიერ დროს. 

M: რას გეგმავთ სამომავლოდ?

სოფო: გვინდა მეტი ხელმისაწვდომობა იყოს საქართველოს მასშტაბით, ამიტომ ახალი ფილიალების გახსნას ვგეგმავთ. ადამიანებზე მორგებული სერვისების დანერგვითა და განვითარებით, მეტ კმაყოფილ მომხმარებელს მოვიზიდავთ.

 

[R]

როგორ შეიცვალა ბრენდის შექმნის წესები?

AR სათვალეებით რობოტებთან რეალურ ქუჩებშიც ითამაშებენ