in ,

ფინკა ბანკის ანაბრები – მიზნებისთვის, რომლებიც ქმნის ისტორიას!

მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ფინკა ბანკის ახალ სარეკლამო კამპანიას, ინტერაქტიულ ვიდეო-რგოლებში ჩნდება უხილავი კავშირი მეანაბრესა და მსესხებლებს შორის, სადაც შუამავლის ფუნქცია ფინკა ბანკს აქვს აღებული.

“ჩვენი მთავარი მიზანი ისეთი კამპანიის შექმნა იყო, რომელიც, ფინკა ბანკის მისიიდან გამომდინარე, ანაბრის ღირებულებას და მნიშვნელობას სხვა რაკურსით წარმოაჩენდა. კლიპის მთავარი პერსონაჟი სწორედ ის მეანაბრეა, რომელიც ელოდება საპროცენტო სარგებელს და ამ დროს უკეთესობისკენ იცვლება იმ ადამიანების ცხოვრება, ვინც მუდმივად ახლის, ღირებულის და განსხვავებულის შექმნას ცდილობს, ამაზე ფიქრობს და მუშაობს.

ფაქტობრივად, რას აკეთებს მეანაბრე, რომელიც ბანკში ანაბარს ხსნის? – განათავსებს თანხას და ელოდება საპროცენტო სარგებელს. ეს ანაბარი კი სხვა ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების წყაროდ იქცევა. სწორედ ეს არის სარეკლამო კამპანიის ძირითადი გზავნილი, რომელზეც საკომუნიკაციო სააგენტო WINDFOR’S – მა იმუშავა” – აცხადებენ ფინკა ბანში

პროექტზე მუშაობდნენ:

finca-credits

კაბელების საქმეზე სილქნეტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ეს არ არის რეკლამა! – იკანო