in

თქვენი მიღწევები ჩვენი ისტორიაა, თქვენი მიზნები – ჩვენი მომავალი! – ფინკა ბანკი

„თქვენი მიღწევები ჩვენი ისტორიაა, თქვენი მიზნები – ჩვენი მომავალი“ – სწორედ ეს არის ფინკა ბანკის პირველი და შესანიშნავი საიმიჯო ვიდეო რგოლის მთავარი მესიჯი, რომელზეც სააგენტო ვინდფორსმა იმუშავა.

მარკეტერი ფინკა ბანკის მარკეტინგის უფროსს – მარიამ ესებუას ესაუბრა:

მარიამ ესებუაფინკა ბანკი საქართველოს საბანკო სექტორს 2 წლის წინ შეუერთდა, ეს ბანკის პირველი საიმიჯო კლიპია. კონცეფციაზე მუშაობა 2 თვის წინ დაიწყო. ვიდეო-რგოლის პერსონაჟები ის ადამიანები არიან, ვინც მუდმივად ახლის, უკეთესის, ღირებულის და განსხვავებულის შექმნას ცდილობს, ამაზე ფიქრობს და მუშაობს.

მოქმედებას ყველაზე კარგად ხელები გამოხატავს …. ფინკა ბანკის ლოგოტიპიდან გამომიდინარე, კლიპში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ხის სიმბოლიკას – ხე, როგორც „მხარდამჭერი“, საიმიჯო რგოლში ხშირად გვხვდება. მთავარი მიზანი ისეთი კლიპის შექმნა იყო, რომელიც ბანკის ისტორიას, ღირებულებებს წარმოაჩენდა და ზუსტად გამოხატავდა მის დამოკიდებულებას მომხმარებელთან.

“Pirelli”-ი სილამაზეზე უარს ამბობს

“სანამ თქვენ გეძინათ” – Crystal-ის სოციალური პროექტი ქუთაისიდან