in ,

მაღალი თუ დაბალი? ფინკა ბანკის ახალი კამპანია

მარკეტერი წარმოგიდგენთ ფინკა ბანკის ახალ კამპანიას, რომელზეც ფინკა ბანკის გუნდმა Inspiration Marketing-თან ერთად იმუშავა.

BOG
BOG

ჩვენ ფინკა ბანკის მარკეტინგის დეპარტარტამენტის უფროსს – მარიკა ესებუას ვესაუბრეთ:

მარიამ ესებუაბოლო 1 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ბანკისთვის. გამარტივდა ბიზნეს პროცესები, დავნერგეთ ახალი სერვისები და მომხმარებლებლებს ბევრი სიახლე შევთავაზეთ, ერთ-ერთი კი სწრაფი სესხია, რომელსაც მარტივი პროცედურებით აიღებს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც შემოსავალი აქვს. როცა ამ პროდუქტის საკომუნიკაციო კამპანიაზე მუშაობა დავიწყეთ, ვფიქრობდით გვეპოვა ის უნივერსალური მესიჯი, რომელიც ყველასთვის ერთნაირად გასაგები და მარტივი იქნებოდა. ამიტომაც ავირჩიეთ საინტერესო შინაარსისა და კონცეფციის კამპანია, რომელიც მაღალისა და დაბალის სტერეოტიპულ  შედარებას ემყარება. ადამიანები უმეტეს შემთხვევაში ფიქრობენ, რომ ყველაფერი მაღალი ჯობია დაბალს ისევე, როგორც მეტი ჯობს ნაკლებს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არაა,  აქ დაბალი ჯობს მაღალს და ეს ფინკა ბანკის – დაბალი სესხია.

M: როგორ გაჩნდა კამპანიის სახელწოდება?
საკმაოდ ბევრი ვიმჯელეთ ამ სახელწოდებაზე. ჩვენ ყველამ ვიცით სწრაფი სესხი, სამომხმარებლო, იპოთეკური, ბიზნეს სესხი და ყველას გვაქვს მოლოდინი და სურვილი, რომ სესხის პირობები იყოს მისაღები, ხოლო საპროცენტო განაკვეთი – დაბალი. ანუ სესხზე როცა ვსაუბროთ, სიტყვა დაბალი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მსჯელობაში დაიბადა ეს სახელიც – დაბალი სესხი.
სპეციალურად კამპანიისთვის შეიქმნა ვებგვერდი dabali.ge, სადაც მომხმარებელი მარტივად, სულ რამდენიმე ველს შეავსებს და შემდეგ უკვე დაელოდება ჩვენგან ზარს.

ირინა დუმბაძე (Inspiration Marketing-ის დირექტორი):  „ფინკა ბანკის“ მიზანი იყო ბაზარზე ახალი, კლიენტის მოთხოვნაზე მაქსიმალურად მორგებული, პროდუქტის კრეატიული წარდგენა და, ამავდროულად, ახალი სეგმენტის მოზიდვა. სწორედ ამიტომ მოვიფიქრეთ დაბალი სესხის კონცეფცია, რომელიც გვეუბნება, რომ გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ როცა საქმე სესხს ეხება, დაბალი სჯობს მაღალს“. კამპანია 19 ოქტომბერს, ფინკა ბანკის ოფიციალურ Facebook გვერდზე თიზინგით დავიწყეთ, მარტივად ვკითხეთ ფეისბუქ მომხმარებლებს, რომელი სჯობდა – დაბალი თუ მაღალი და საკმაოდ საინტერესო დისკუსია შედგა, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დიახ, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ სესხი დაბალი სჯობს მაღალს.
კამპანიის მთავარი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი ვიდეორგოლია სადაც ადამიანების განსხვავებულობა და მათი არჩევანი ჩანს, მაგრამ ყველა ირჩევს დაბალ სესხს. კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და წინ ბევრი საინტერესო რამ გველოდება.

Production Team:
Kollektiv და ზანგო სტუდია
რეჟისორი: თემო ეზუგბაია
ოპერატორი: ირაკლი მეტრეველი
კრეატიული დირექტორი: გიორგი კალმახელიძე
არტ დირექტორი: ბუბა რადიანი

Samsung Curved ტელევიზორი – ინტერიერის დიზაინის ახალი ხედვა

წითელქუდას ახალი ვერსია და დამალობანას მოყვარული მგლები – Green & Black’s-ის ვიდეორგოლი