in

რა ფრაზები დგას AI-ით გენერირებული სურათების მიღმა? — ახალი თამაში

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ყოველი შესანიშნავი სურათის მიღმა გარკვეული მინიშნებები დგას. ახალი ონლაინ თამაში კი სწორედ ამ სიტყვების გამოცნობაზეა ორიენტირებული.

Find Prompt სახალისო თამაშია, თავისი გამოტოვებული ასოებით. Wordle-ის მსგავსად, დღეში მხოლოდ ერთ მოთხოვნას იღებთ, მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, მომხმარებლებმა AI-ით გენერირებული სურათის შესაქმნელად გამოყენებული ფრაზები უნდა გამოიცნონ. თამაში ფრანგმა მეწარმემ, ნიკოლას ლერუმ, გასულ კვირას აამოქმედა. „ეს არის ადამიანებისთვის, რომლებიც არც პროგრამისტები არიან და არც ციფრული მხატვრები, მაგრამ აინტერესებთ როგორ მუშაობს ეს ახალი პროგრამები“, — ამბობს ლერუ.

თამაშის ინტერფეისი ერთი სურათია და ასოების ნაკრებისგან შედგება. როგორც ტვიტერზე ერთ-ერთმა მოთამაშემ აღნიშნა, „ასეთი დიზაინი სერიული მკვლელის წერილებს ჰგავს, რომლებიც ჟურნალიდან ამოჭრილი ცალკეული ასოებისგან შედგება“.

საგულისხმოა, რომ ნიკოლას ლერუ Sciences Po-ს კურსდამთავრებულია და ის AI გამოსახულებების გენერატორებს სწავლობდა. 2015 წელს კი ონლაინ ვებგვერდი შექმნა ფრანგული ლიტერატურის, ლექსიკისა და მართლწერის შესახებ, სახელწოდებით La Langue Française. ამას მოჰყვა ვიქტორინების ონლაინ თამაშებიც.

„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი გახდა

„ჰიდროდიაგნოსტიკიდან” INGENIUM-მდე — კომპანიის რებრენდინგი