in

იპოვეთ სწორი სიტყვები საკუთარი გუნდის შთაგონებისთვის

როგორც ორგანიზაციის, ჯგუფის ან პროექტის ხელმძღვანელი, თქვენი მთავარი სამუშაო თქვენი გუნდის მოტივაციის ამაღლება და შთაგონებაა. ეს კი შესაძლებელია კომუნიკაციის სხვადასხვა გზის მეშვეობით, მათ შორის: ცოცხალი საუბარი, ელ.ფოსტა, ვიდეოები, ჩეთები, სოციალური მედიის პოსტები და პრეზენტაციები. კომუნიკაციის ეს გზები საკმაოდ დიდ როლს ასრულებს გუნდის ლიდერისა და მისი წევრების ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის ექსპერტისა და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, დუგლას კონანტის აზრით, ”ხანმოკლე ურთიერთობამაც კი შეიძლება შეცვალოს ხალხის აზრი საკუთარ თავზე, ლიდერებსა და მომავალზე”.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა, ხშირად, სიტყვების გაუცნობიერებლად თქმას არც თუ ისე კარგი შედეგი მოაქვს. სუსტი და არაფრისმომცემი სიტყვების გამოყენება გუნდის წევრების მხრიდან ამცირებს ლიდერის გავლენას, ეს მის მიერ გუნდის წევრების შთაგონების უნარის არქონაზე მიუთითებს.

ამ სტატიაში გთავაზობთ სამ ენობრივ ტაქტიკას, რომლებიც დაგეხმარებათ უფრო ზუსტად და ძლიერად თქვათ/გამოხატოთ, თუ რას გულისხმობთ თქვენი სიტყვებით:

ტაქტიკა #1: ამოირჩიეთ ყველაზე ღირებული ზმნა

არსებობს სიტყვები, რომლებიც შესაძლოა, ერთი მნიშვნელობის ჩანდეს, თუმცა კი, საუბრისას სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებდეს. ეცადეთ, თქვენი გუნდის წევრებთან ინტერაქციისას ისეთი ზმნები გამოიყენოთ, რომლებიც ბევრად უფრო ეფექტური და თავაზიანია.

მაგალითად: “შევძელით” (და არა “მოვახერხეთ”), “პრევენცია მოვახდინეთ” (და არა “თავი ავარიდეთ”), “მივუგეთ” (და არა “რეაქცია გამოვხატეთ”) და ა.შ

ტაქტიკა #2: ნუ გააზიარებთ

შესაძლოა, ბავშვობაში გვასწავლეს, რომ ზრუნვა კარგი რამაა, თუმცა, ხშირად ეს სულაც არ მოქმედებს კარგად მაშინ, როცა საქმე ლიდერობას ეხება. ლიდერის მიერ იდეის გაზიარება ხშირად პირდაპირპროპორციულად გულისხმობს იმას, რომ ეს იდეა ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. გარდა ამისა, მსგავსი ქმედება ორგანიზაციას უქმნის იმიჯს, რომ მასში ერთპიროვნული მმართველობაა. ამიტომაც, ყველა ლიდერმა უნდა გაიაზროს, რომ მან არათუ უნდა გააზიაროს თავისი იდეები გუნდის წევრებთან, არამედ “გაყიდოს”.

რას ნიშნავს იდეის “გაყიდვა”? 

როდესაც იდეას ვყიდით, მიზანს და ამ იდეის გავლენას სამომავლოდ კიდევ უფრო ღირებულს ვხდით. ლიდერმა პირდაპირ არ უნდა თქვას, რომ იდეას ყიდის, თუმცა კი, ეს უნდა გამოხატოს შემდეგი სიტყვებით: ნება მომეცით, “შემოგთავაზოთ”, “გირჩიოთ”, “რეკომენდაცია მოგცეთ” ამა თუ იმ იდეის შესახებ..

მაგალითად:

  • ”მე გთავაზობთ (და არა ”გიზიარებთ”) იდეას, რომელიც ჩვენს პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.”
  • ”მე გთავაზობთ (და არა ”გიზიარებთ”) ახალ ლოგოს, რომელიც უკეთ გადმოსცემს ჩვენი ბრენდის არსს.”
  • ”მე გირჩევთ (და არა “გიზიარებთ”), რომ ჩვენი სამუშაო ადგილი უფრო მრავალფეროვანი გახდეს.”

ტაქტიკა #3: აკონტროლეთ სიტყვა “და”

სიტყვა “და” შეიძლება მოგეჩვენოთ სასარგებლო გზად ფრაზის გასაუმჯობესებლად, მის გასაგრძელებლად. თუმცა, მისმა ძალიან ბევრმა რაოდენობამ, შესაძლოა, ისე დაამძიმოს წინადადება, რომ თქვენმა აზრმა მნიშვნელობა დაკარგოს.

აი, მაგალითად, შეხედეთ ამ წინადადებას:

”ეს ეფექტური და ქმედითი მიდგომა აფრთხილებს და შთააგონებს ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან და შესაბამის აუდიტორიას, რომ შეიყვარონ და დააფასონ ჩვენი ბრენდი.”

ახლა კი თვალი გადაავლეთ ამ წინადადებაში “და-ს” რაოდენობას და გაცხრილეთ ეს წინადადება.

”ეს ეფექტური მიდგომა შთააგონებს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან აუდიტორიას, დააფასონ ჩვენი ბრენდი.”

წინადადება ნაკლები ეპითეტით და მეტი შინაარსით, როგორც წესი, უფრო ეფექტურია ხოლმე. შეიძლება, ეს თავიდან პირიქით ჩანდეს, თუმცა კი, მსგავსი სიტყვები იმდენად ტვირთავენ ჩვენს გონებას, რომ წინადადების ბოლოში აზრის გამოტანა გვიჭირს ხოლმე.  ამიტომაც, სასურველი იქნება, თუკი მსგავს სიტყვებს შეამცირებთ, რაც საშუალებას მოგცემთ, შეამციროთ “და-ს” რაოდენობაც.

მართალია, აუდიტორია უფრო მეტად რეაგირებს მასშტაბურ გამოსვლებსა თუ უფრო დიდ მესიჯებზ და შესაძლოა, მსგავს ტაქტიკებს ისინი ყურადღებას არც აქცევენ, მაგრამ ლიდერებმა უნდა გაიაზრონ, რომ სწორედ მსგავსი, პატარა ტაქტიკებითაა შესაძლებელი დიდი მიზნის მიღწევა და ეფექტური მესიჯის მიწოდება გუნდისთვის – ადამიანებისთვის, რომელთა შთაგონებაც სურს ლიდერს.



Neo QLED – კიდევ ერთი ევოლუციური ტექნოლოგია „სამსუნგისგან“

David Datuna და The Dole Sunshine Company კვების უსაფრთხოებისა და შიმშილის წინააღმდეგ გაერთიანდნენ