in

თბილისში Fine dining-ის სტილის რესტორანი გამოჩნდა

რამდენიმე დღეა, რაც თბილისის გასტრონომიულ რუკაზე ახალი რესტორანი გამოჩნდა და მისი სტილისა და კომუნიკაციის გამო გურმანების ყურადღება მოკლე დროში დაიმსახურა.

რეზერვი, ეს არის Fine Dining-ის სტილის ახალი რესტორანი თბილისში, რომელიც ფიუჟენ სამზარეულოთი იწონებს თავს. როგორც ფინეთიდან სპეციალური მოწვევით ჩამოსული შეფი ტომი რისანენი ამბობს, ეს არის ქართული ნატურალური პროდუქტებით გამდიდრებული იტალიური და ფრანგული სამზარეულოს მიქსი, დაბალანსებული სკანდინავიური ცოცხალი გემოებითა და აზიური ელემენტებით.

ტომი რისანენი: საქართველო ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რადგან ეს ქვეყანა ღვინის სამშობლოა, რომელსაც საკმაოდ დიდი კულინარიული ისტორია გააჩნია.

ვეცდები, ჩემი გამოცდილება გავამდიდრო ქართული ნატურალური პროდუქტებით, რომლებიც კერძებს განსაკუთრებულ გემოვნურ მახასიათებლებს სძენს.

ასევე, ჩემი 25-წლიანი გამოცდილება, რომელიც 10-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობის დროს დამიგროვდა, გადმოვიტანო თეფშზე და ქართველ გურმანებს გავუზიარო“.

რეზერვში ამბობენ და ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ სერვისს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, რადგან ეს მიმართულება დიზაინისა და სერვისის უმაღლეს სტანდარტს მოითხოვს. თითოეული დეტალი შექმნილია იმისათვის, რომ სტუმარმა მაქსიმალური გასტრონომიული სიამოვნება მიიღოს. ამ ყველაფრის მიღწევას კი დიზაინის ელემენტებისა და სერვისის თანამშრომლების ერთობლიობით ცდილობენ.

ამ თემას გასტრონომიული ექსპერტი ქეთი კვიჭიძე გამოეხმაურა: „ფაინ დაინინგის სტილის, ძალიან მაღალი კლასის რესტორანი… მთავარ აქცენტს გავაკეთებდი პროდუქტების ხარისხზე, რომელიც საკუთარ ფერმებშია წარმოებული და მოწეული. გასტრონომიული ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი რესტორნების გახსნა და სიმრავლე. ეს ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას და გასტრონომიულ რუკაზე ჩვენს წარმოჩენას. ასევე, როგორც გასტრო ექსპერტი, გამოვყოფდი შეფის პროფესიონალიზმს, ტექნიკის უბადლო ცოდნას და, რაც მთავარია, უცხოელმა შეფმა მცირე დროის განმავლობაში შეძლო ქართული პროდუქტის, გემოები შესწავლა და მისი გადმოტანა თეფშზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ღვინის შეხამება არსებულ კერძებთან, რასაც მაღალი დონის პროფესიონალები გვთავაზობენ და ის ღვინის არჩევანი, რომელიც რესტორანში გვხვდება .

დაბოლოს, რა თქმა უნდა, რესტორან რეზერვზე საუბარს ამ საკითხის გარეშე ვერ დავასრულებთ — ეს არის რესტორანი, რომლის სამზარეულოც ქართული ნატურალური პროდუქტებით მარაგდება ადგილობრივი მცირე მეურნეობებიდან, ძირითადი ნაწილს კი საკუთარი ფერმებიდან და საწარმოებიდან იღებენ: აწარმოებენ რძის პროდუქტებს საკუთარი ფერმებიდან მიღებული რძით, აქვთ საკუთარი ფერმები ხორცის წარმოებისთვის, საკუთარი ტბა ზუთხსაშენით, აწარმოებენ ყურძნის წიპწის ზეთს, ფქვილს, საფერავის ჩაის და ბოსტნეულიც კი საკუთარი ბაღიდან აქვთ.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რესტორნის ქვედა სივრცე — საცავი, სადაც ღვინის ენთუზიასტებისათვის განსხვავებული სადეგუსტაციო სივრცეა მოწყობილი.
სელექცია კი შეუდარებელი ქართული ექსკლუზიური ღვინოებიდან მსოფლიოს დიად ღვინოებამდე ღვინის მოყვარულების ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს.

„მოკლედ, მოინიშნეთ რესტორანი რეზერვი, რომელიც შეეცდება, საქართველოს მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე ახალი ხედვით დაუმკვიდროს ადგილი“.

[R]

ალდაგის მხარდაჭერით Spotlight Tech გაიმართა

ევროპაში 3D ბეჭდვის ტექნიკით შენობას ააგებენ