10
Feb
2020

Apple iPhone-ის ძველი მოდელების მუშაობის შენელებისთვის დაჯარიმდა

10 Feb 2020

Alta
Alta


iPhone-ის ძველი მოდელების შენელებისთვის, Apple 25 მილიონი ევროთი დააჯარიმეს. ამის შესახებ რეგულატორმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. ჯარიმა საფრანგეთის კონკურენციისა და თაღლითობის რეგულატორმა DGCCRF Apple-ის იმ მიზეზით დაუწესა, რომ კომპანიას შენელების შესახებ მომხმარებლები არ ჰყავდა ინფორმირებული. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, Apple-მა დაადასტურა, რომ მან შეანელა ძველი iPhone-ების მუშაობა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ძველი მოწყობილობებისთვის „სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების“ მიზნით გააკეთა. რამდენიმე დღის წინ მიღებულ ჯარიმას, სავარაუდოდ, Apple-მა საკუთარ ვებგვერდზე, ერთი თვის ვადაში უნდა უპასუხოს.

რამდენიმე წლის წინ, Apple-მა გამოუშვა ოპერაციული სისტემის განახლება (iOS 10.2.1 და 11.2), რომელიც ძველი iPhone-ებისთვის ახალ ფუნქციასაც მოიცავდა – თუ თქვენი ელემენტი მოძველებული იყო, სპეციალური ფუნქცია ირთვებოდა, რომელიც ელემენტს „ზოგავდა“ და რომლის გვერდითი ეფექტი მოწყობილობის ფუნქციონირების შენელება იყო. ამ გვერდითი ეფექტის შესახებ Apple-ს მისი მომხმარებლებისთვის არაფერი უთქვამს. 2017 წელს, Apple-მა ამისთვის ბოდიშიც მოიხადა და პროგრამულ მხარდაჭერაში ახალი ფუნქცია – Battery Health დაამატა, რომელიც შესაძლებელს ხდის მაქსიმალურად მოიხმაროთ თქვენი მოწყობილობის ელემენტი, თუ ის შენელდება და ამ შენელების შესახებ ინფორმაციასას მიიღებდით. თუმცა, პრობლემაც ამაშია, ბევრ მომხმარებელს, მაგალითად, ვიდეოთამაშისას iPhone უნელდებოდა და შეეძლო მიეღო შეტყობინება ამის შესახებ, თუმცა ასე არ ხდებოდა. მომხმარებლებმა არ იცოდნენ, რომ სმარტფონის ელემენტის გამოცვლას პრობლემის მოგვარება შეეძლებოდა. შენელებული მოწყობილობის პატრონები კი ხშირად, ელემენტის გამოცვლის ნაცვლად, ყიდულობდნენ iPhone-ის ახალ მოდელს, რომელიც გაცილებით სწრაფი იყო. 

DGCCRF ასევე აღნიშნავს, რომ iPhone-ის მომხმარებლებს, რომლებსაც ოპერაციული სისტემის განახლების შემდეგ, iPhone შეუნელდათ, არ შეუძლიათ დააბრუნონ iOS-ის შედარებით ძველი ვერსია. რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, მომხმარებელს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, თუ არა გამოეყენებინა ნელი სისტემა, ან ეყიდა ახალი აიფონი.

BBC-ს ცნობით, მას შემდეგ, რაც 2017 წელს Apple-მა აღიარა ძველი მოდელების შენელების პრაქტიკა, ეს მეთოდი კიდევ რამდენიმე მოდელის iPhone-ზე გავრცელდა, მათ შორისაა:

  • iPhone 6, 6 Plus, 6S, 6S Plus
  • iPhone SE
  • iPhone 7 and 7 Plus
  • iPhone 8 and 8 Plus running iOS 12.1 or higher
  • iPhone X running iOS 12.1 or higher
  • iPhone XS, XS Max and XR running iOS 13.1 or higher

განხილვა