3
Dec
2018

FINLANDIA VODKA-ს ახალი შეფუთვა აქვს

3 Dec 2018

FINLANDIA VODKA ბაზარზე ახალი შეფუთვით გამოჩნდა. ბრენდის წარმომადგენელთა თქმით, საქართველოში FINLANDIA განახლებული შეფუთვით, ხელმისაწვდომია 2018 წლის 20 ნოემბრიდან. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა კი მას დეკემბერში, აშშ-სა და სხვა ბაზრები 2019 წლის ივნისში მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ FINLANDIA VODKA-ს წარმოება 1970 წელს დაიწყო. დღეს ის 135 ქვეყანაში იყიდება.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

FINLANDIA-ს განახლებულ დიზაინზე კომპანია Brown-Forman-მა იმუშავა. როგორც კომპანიაში ამბობენ, მათთვის მთავარი, ინოვაციური მიდგომა, ამ შემთხვევაშიც უცვლელია. ბოთლის სტილით, ხაზი გაუსვეს პროდუქტის მაღალ ხარისხს. მათი დიზაინერების შთაგონების წყაროდ იქცა ყინულის სილამაზე, რომელიც უკვე ნახევარი საუკუნეა ახალი იდეებით ასაზრდოებს ბრენდის შეფუთვას. ასევე, ფინეთის, მაღალი ხარისხის სტანდარტებთან და სუფთა ბუნებასთან ასოცირებული იმიჯი.

 

ახალი დიზაინი არის ყინულის შემდგომი (ახალი) ევოლუცია. ჩვენ დავამატეთ დეტალები, რომლებიც წარმოადგენენ გზას ისტორიისკენ და ბრენდს აზრს მატებენ. შეფუთვის დიზაინი შექმნილია Cartils Branding & Packaging Design-ის მიერ. FINLANDIA-ს ახალი შეფუთვა არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენს მიერ აღიარებულ ინდუსტრიაში დიზაინერული ნამუშევრის ევოლუციის პროცესში, რომელიც ასახავს ბრენდის პრემიალურობას” – ამბობს კარმენ დ’ასენდისი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, FINLANDIA-ს ბრენდის გლობალური დირექტორი.

ბრენდის წარომადგენელთა თქმით, ბოთლის ახალი ფორმა, ამოტვიფრული გამოსახულებებით, ფერების  გაუმჯობესებული  პალიტრითა და ახალი ექსპრესიული ბრენდინგით, ხაზს უსვამს სასმელის პრემიალურობას:

ბოთლის დამახასიათებელი დიზაინი, მდნარი ყინულის სახით, ხაზს უსვამს სასმელის ბუნებრივ ბრწყინვალებას, ხოლო ბოთლის “მხრებზე” ამოტვიფრული ჩრდილოეთის ირემი და პოლარული მზე შეგვახსენებს მის ფინურ წარმოშობას. თვალშისაცემი ლურჯი ხუფი, ბოთლის ყელის აქსესუარი და ეტიკეტი, ისევე როგორც სპილენძის დეტალი წარწერით: “პოლარული მზის ქვეყნის არაყი” გამოარჩევს  FINLANDIA-ს თაროზეც და ბარშიც. განახლებული შრიფტი, პოლარული მზის სხივების გრაფიკული გამოსახულება და შეფუთვის დიზაინის ყველა დეტალი ხაზს უსვამს FINLANDIA-ს მდიდარ ისტორიას. ბოთლის დიზაინის ევოლუცია დაფუძნებულია ბრენდის ფუნდამენტურ პრინციპებზე – Luonto (ბუნება), Tislaus (დისტილაცია), Muotoilu (დიზაინი). FINLANDIA იწარმოება მყინვარის სუფთა წყლისა და ფინეთის 72-დღიანი პოლარული მზის ქვეშ მოყვანილი საუკეთესო ქერისაგან. დისტილაციის ოსტატობა გარდაქმნის ამ ხელუხლებელ ბუნებრივ ინგრედიენტებს FINLANDIA-ს სრულყოფილ გემოდ“.

[R]

განხილვა