in

ფინური სტანდარტების შესაბამისი პირველი სკოლა საქართველოში ფუნქციონირებას სექტემბრიდან დაიწყებს

სექტემბერში, საგურამოში მდებარე ფინური საერთაშორისო სკოლა პირველ აკადემიურ წელს დაიწყებს. ფინური მოდელი მსოფლიოში საუკეთესო სასკოლო მოდელადაა აღიარებული. პროექტი „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგისა“ და ფინური განათლების კონსორციუმ Polar Partners-ის თანამშრომლობით ხორციელდება. ეს იქნება ფინური სტანდარტების შესაბამისი პირველი სკოლა საქართველოში.

BOG
BOG

პირველ ეტაპზე, ანუ, 2019 წლის სექტემბრისთვის, სკოლა მხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მიიღებს. პროექტის ავტორთა ცნობით, 2021 წელს დასრულდება შვიდ ჰექტარ ტერიტორიაზე საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობა, რომელიც მოიცავს სამივე საფეხურის სკოლას, თანამედროვე კამპუსს, მულტიფუქნციურ სპორტულ კომპლექსს და მასწავლებლების ტრენინგ ცენტრს. Polar Partners უზრუნველყოფს სკოლის მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას, ფინელი ექსპერტებისა და პედაგოგიკის ტრენერების მიერ ჩატარებული გადამზადებების მეშვეობით.

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ მიზანია ფინური სკოლა გახდეს ერთ-ერთი თვალსაჩინო და სანიმუშო არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონშიც. სკოლის აკადემიური პროგრამის შექმნის და მშენებლობის მიმართულებით „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ პარტნიორია ფინური საგანმანათლებლო ჯგუფი „Polar Partners”, რომელსაც განხორციელებული აქვს მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები ფინეთსა და საერთაშორისო ბაზრებზე. ფინურ კონსორციუმთან „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს“ გაფორმებული აქვს ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, Polar Partners უზრუნველყობს სრული სასწავლო პროგრამის შემუშავებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას ფინური საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად“, – ნათქვამია „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ განცხადებაში.

ფინური საერთაშორისო სკოლის პროგრამასთან, სწავლების საფასურთან თუ სხვა დეტალებთან დაკავშირებული ინფორმაცია 19 თებერვალს, 18 საათზე, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გასამართ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.

სად გადამუშავდება დახარისხებული ნარჩენი?

„ცემენტის გიგანტი LafargeHolcim ქართულ ბაზარზე პოზიციებს იმყარებს“