in

საქართველოში პირველად, ბიზნეს ანალიტიკისა და ფინტექის სამაგისტრო პროგრამებს SEU შემოგთავაზებთ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების განვითარებამ თანამედროვე სამყაროში უამრავი ახალი მიმართულება გააჩინა. მათ შორის არის ფინანსური ტექნოლოგიები, იგივე ფინტექი და ბიზნეს ანალიტიკა. ორივე მათგანი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია, თუმცა, მისი სიახლიდან გამომდინარე, კვალიფიციური კადრების მოძიება არც ისე იოლია. დეფიციტშია ამ ორი მიმართულებით არსებული საგანმანათლებლო პროგრამებიც. 

გამომდინარე აქედან, დადგა საჭიროება, რომ საქართველოში შექმნილიყო მსგავსი აკადემიური მიმართულება, სადაც დაინტერესებულ პირებს ფინტექისა და ბიზნეს ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამების გავლა შეეძლებათ და დიპლომსაც შესაბამისი მიმართულებით აიღებენ. 

პირველი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ. მან ამ სფეროს წარმომადგენლებისა და დამსაქმებლებისგან დააკომპლექტა პროფესიონალთა ჯგუფი, რომელმაც გულდასმით იმუშავა ორივე პროგრამაზე და შექმნა ახალი შესაძლებლობა – მიიღოთ განათლება უახლესი პროფესიების მიმართულებით.

თუ რა არის პროგრამების მიზანი და რა ელოდებათ მაგისტრანტებს, SEU-ს ფინტექისა და ბიზნეს ანალიტიკის პროგრამის ხელმძღვანელებისგან შევიტყობთ.

ბიზნეს ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამას ორი ხელმძღვანელი ჰყავს – დავით კობრავა, TBC ბანკის სისტემური ანალიტიკოსი და მარიამ ჯოხაძე – EPAM Georgia-ს ბიზნეს ანალიტიკოსი. ისინი გაგვიზიარებენ ახალი სამაგისტრო პროგრამის მიზნებსა და უპირატესობებს.

დავით კობრავა:

ბიზნესის ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების აღჭურვას ბიზნესპროცესების ანალიზის, პროგრამული უზრუნველყოფის, IT მენეჯმენტისა და პრობლემების გადაჭრის უნარებით, რომ შეძლოს ბიზნესსაჭიროებების ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირება. ის შექმნილია იმისთვის, რომ გადაჭრას თანამედროვე გამოწვევები სწრაფად განვითარებად ბაზარზე და მოამზადოს სტუდენტები შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

M: რით არის გამორჩეული ეს პროგრამა, რატომ ურჩევთ სტუდენტებს მასზე ჩაბარებას?

რაც ამ პროგრამას უნიკალურს ხდის, არის მისი ყოვლისმომცველი მიდგომა, რომელიც აერთიანებს ტექნიკურ ცოდნას ბიზნესისანალიზის პრაქტიკულ უნარებთან. პროგრამა გამოირჩევა ისეთი საგნების ინტეგრირებით, როგორიცაა ბიზნესანალიტიკის ტექნიკები, Agile მეთოდოლოგია, გადაწყვეტილების მოდელირება და არქიტექტურა, Product Ownership და თანამედროვე ბიზნესანალიტიკა. სტუდენტები ისარგებლებენ სასწავლო გეგმით, რომელიც აბალანსებს თეორიას პრაქტიკულ გამოცდილებასთან, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მათ ეფექტურად გააანალიზონ ბიზნესის საჭიროებები და მოთხოვნები, იმოქმედონ დაინტერესებულ მხარეებთან და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ეს პროგრამა შესაბამისია მათთვის, ვინც ცდილობს გახდეს სტრატეგიული ბიზნესანალიტიკოსი, რომელსაც შეეძლება ეფექტური ნავიგაცია როგორც ბიზნესის, ასევე ტექნოლოგიების დინამიკურად ცვალებად გარემოში.

მარიამ ჯოხაძე:

SEU-ს ბიზნეს ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტები შეისწავლიან ბიზნესპროცესების სისტემურ ანალიზს, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სისტემის არქიტექტურას; ბიზნესის მოთხოვნების იდენტიფიცირებასა და მართვას; მონაცემთა ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის მოწინავე ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებას; ფინანსებისა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტს. მათ განუვითარდებათ კომუნიკაციის ძლიერი უნარები, შექმნიან ეფექტურ ბიზნესმოდელებს და მზად იქნებიან მულტიდისციპლინურ გარემოში ლიდერობისთვის. გარდა ამისა, პროგრამა ხაზს უსვამს ეთიკურ პრაქტიკასა და მონაცემთა უსაფრთხოებას, რაც უზრუნველყოფს, რომ კურსდამთავრებულები მზად იქნებიან დაიცვან პროფესიული სტანდარტები თავიანთ მომავალ კარიერაში.

M: სად შეიძლება დასაქმდეს ბიზნეს ანალიტიკის კურსდამთავრებული?

გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამა ტექნიკურ და მენეჯერულ უნარებს შეგასწავლით, დასაქმების არეალი საკმაოდ ფართო გექნებათ. მაგალითისთვის, შეიძლება დასაქმდეთ ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: საშუალო რგოლის ბიზნესანალიტიკოსი, სისტემური ანალიტიკოსი, პროდუქტის მფლობელი/მენეჯერი, ხარისხის უზრუნველყოფის ანალიტიკოსი, ციფრული ტრანსფორმაციის ანალიტიკოსი, მონაცემთა ანალიტიკოსი და ა.შ.

რაც შეეხება ფინტექს, მისი ხელმძღვანელია ერეკლე ზარანდია – SEU-ს ასოცირებული პროფესორი, რომელიც ასევე გაგვიზიარებს დეტალებს ფინანსური ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის შესახებ:

ფინანსური ტექნოლოგიები გახდა სწრაფად განვითარებადი და გავლენიანი სფერო, რომელმაც მოახდინა რევოლუცია ფინანსური სერვისების მიწოდების, წვდომისა და მართვის გზაზე. ფინანსური ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს თანამედროვე ცოდნა და საჭირო უნარები ფინანსების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში. პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების აღჭურვას საჭირო ცოდნით სწრაფად განვითარებადი ფინანსურ სფეროზე ნავიგაციისთვის, განვითარებადი ტექნოლოგიების ძალის გამოყენებისა და ფინანსურ ინდუსტრიაში ინოვაციების გასაძლიერებლად. 

M: როგორია პროგრამის სტრუქტურა, რას ისწავლიან სტუდენტები?

ფინანსური ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა შედგენილია დარგში არსებული თანამედროვე გამოწვევებისა და ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. ფინანსების, მისი მართვისა და გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტების ცოდნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ბიზნესში დასაქმებული პროფესიონალისათვის. ამ პროგრამის მიზანია, მაგისტრანტებს შეუქმნას გარემო, სადაც ისინი შეძლებენ, გაიღრმაონ საფინანსო დისციპლინების თეორიული ცოდნა, გაიუმჯობესონ კონტექსტის შეფასების უნარები, რათა ეფექტურად უპასუხონ პრაქტიკაში დასმულ ამოცანებსა და გამოწვევებს.

M: სად შეიძლება დასაქმდეს ფინტექის კურსდამთავრებული?

დასაქმების არეალი საკმაოდ ფართოა:

1) ფინანსურ ინსტიტუტებში, რომლებიც იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად; 

2) Fintech სტარტაპებში, რომლებსაც შემოაქვთ სიახლეები ფინანსურ ინდუსტრიაში; 

3) საკონსულტაციო ფირმებში, რომლებიც კონსულტაციებს უწევენ ფინანსურ ინსტიტუტებს ციფრული ტრანსფორმაციის დანერგვის მიმართულებით; 

4) ტექნოლოგიურ კომპანიებში, რომელთაც აქვთ ფინანსური რესურსები ან განყოფილებები, რომლებიც ორიენტირებულია ციფრულ გადახდებზე, სესხებსა და ფინტექის სხვა სერვისებზე;

5) საინვესტიციო ფირმებში; მარეგულირებელ და შესაბამისობის ორგანოებში; სადაზღვევო კომპანიებში; 

6) სახელისუფლო სტრუქტურებსა და საჯარო სექტორში; კვლევით ცენტრებსა და აკადემიაში. 

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ როგორც ფინტექის, ისე ბიზნესანალიტიკის სამაგისტრო პროგრამებზე პირველი ნაკადის მიღებას SEU უკვე ამ წლის სექტემბრიდან იწყებს. დამატებითი ინფორმაციისთვის გადახედეთ უნივერსიტეტის ვებგვერდს მიმართულებების მიხედვით: ფინტექი, ბიზნეს ანალიტიკა.

[R]

Beyoncé-მ, დიდი ბაბუის პატივსაცემად, ვისკი გამოუშვა

Volkswagen თავს განგსტერების საიმედო მანქანად თვლის