in

როგორ შევქმნათ მიმზიდველი Fintech კონტენტი? — 4 სტრატეგია

მოდით, თვალი გავუსწოროთ რეალობას: ფინანსური კონტენტი ძალიან მშრალია. აუდიტორიას ფაქტები, ციფრები, მონაცემები და სტატისტიკა უნდა მიაწოდოთ. თუმცა თუ ამ კონტენტით მომხმარებლების დაინტერესებას ვერ მოახერხებთ, ეს თქვენი ბრენდისთვის ზიანის მომტანი გახდება. 

Fintech-ის ბრენდების წარმომადგენლები ამას იაზრებენ კიდეც და სვამენ კითხვას: შესაძლოა თუ არა შინაარსის გაუმჯობესება? საინტერესოა, აკეთებთ თუ არა რაიმეს იმისათვის, რომ თქვენი ბრენდი კონკურენტებისგან გამოირჩეოდეს და სხვებისთვის მიმზიდველიც გახდეს… გამორჩეულობას თქვენი ბრენდის უფრო პერსონალური ხმით შეგიძლიათ მიაღწიოთ. ქვემოთ კი ზუსტად იმ საკითხებს განვიხილავთ, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ — როგორ შექმნათ მიმზიდველი Fintech კონტენტი?

1. გაიგეთ თქვენი აუდიტორიის შესახებ

შესაძლოა, ეს ფრაზა ცოტა ბანალურად გეჩვენებოდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ მომხმარებლებს ვერ დაუკავშირდებით, თუ არ იცით, რისი გაგონება სურთ მათ. აქ მარტივი ენა და არაფორმალური ტონი სასწაულებს ახდენს. ფულის მენეჯმენტის თემა უკვე საკმაოდ რთულია, ასე რომ, მოერიდეთ იმ მოდურ სიტყვებს, რომლებიც მომხმარებლებს აშინებს. ყოველდღიური ენის გამოყენება კი ბრენდებს უფრო ხელმისაწვდომსაც გახდის.

Fintech-ს დღეს მილენიელთა 95% იყენებს, შესაბამისად, მათი უმეტესობა ფინანსების გარკვევის ადრეულ ეტაპზეცაა. ამიტომ, იმ აპლიკაციებისა და ხელსაწყოების წარდგენა, რომლებიც მარტივ გამოცდილებას სთავაზობს მათ, ფინანსურ სამყაროში ნავიგაციისთვის ნამდვილად გამოადგებათ. 

2. გაუზიარეთ მომხმარებელთა ამბები

მომხმარებლებზე ინფორმაციის ონლაინ ზეპირსიტყვიერებით (WOM) გადაცემას დიდი გავლენა აქვს. დაფიქრდით, როგორ დაეხმარა დადებითი შეფასება თქვენს გაყიდვებს… 

თუმცა როგორ გამოიყურება ეს Fintech-ში? მომხმარებელთა ისტორიები ანეკდოტების, შეფასებებისა და რეკომენდაციების სახით შეიძლება გადმოსცეთ. მაგალითად, Digit-ის აპლიკაციამ ციფრული WOM-ის შექმნისთვის ონლაინ კონტენტს მომხმარებელთა კომენტარები დაუმატა. ამგვარად, ინფორმაციას როგორც მომხმარებელთა ბაზაზე, ისე მის პროდუქტზეც იღებთ. 

ეს მეთოდი კი განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როცა ერთი ადამიანის ისტორია ბრენდის შესახებ მომხმარებლის გრძნობებს ეხება. ასე გადასახადებზე ფიქრისას უამრავ ემოციურ თუ გონებრივ რესურსს ვზოგავ, ბუნებრივია, ამ კომენტარის წაკითხვისას მსგავს სიტუაციაში საკუთარი თავის წარმოდგენაც მოგინდებათ…

3. გამოიყენეთ აუდიო და ვიდეო კონტენტი

იმის გამო, რომ დღეს ადამიანთა უმეტესობა პოდკასტებს უსმენს და ვიდეოებსაც უყურებს, მსგავსი კონტენტით სარგებლობა Fintech-ისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება. თუმცა უნდა ეცადოთ, რომ ეს კონტენტი მომხმარებლებისთვის გასართობიც იყოს. 

პოდკასტებს რეპეტიციები არ სჭირდება და იგი ხშირად საკმაოდ ბუნებრივიცაა. ეს მომხმარებლების ფანებად გადაქცევის საშუალებასაც კი გაძლევთ. დიახ, მარკეტერებს ისეთი ღია სივრცე სჭირდებათ, სადაც თავიანთი ისტორიებისა და დაუცველობის შესახებ მოჰყვებიან, რათა აჩვენონ, რომ ეს შესანიშნავი ბრენდები სწორედ ნამდვილი ადამიანების მიერ იქმნება.

ვიდეოსაც მსგავსი სარგებელი შეუძლია მოგცეთ. დღეს ბევრი კომპანია ანიმაციას იყენებს. ფაქტი კი ის არის, რომ სწორი ვიდეო კონტენტით YouTube-ზე 5 მილიონზე მეტი ნახვა შეგიძლიათ დააგროვოთ.

4. გააცანით თქვენი გუნდი

ოდესმე დაინტერესებულხართ, თუ რატომ აქვს ამდენ ბრენდს საკუთარ ვებგვერდზე კატეგორია გაიცანით ჩვენი გუნდი? მიზეზი მარტივია — ადამიანებს სურთ, იცოდნენ, ვინ დგას კონკრეტული პროდუქტისა თუ მომსახურების უკან. ხოლო, როცა ამ ინფორმაციას იგებენ, ისინი თქვენთან კომუნიკაციისას თუ დარეგისტრირებისას თავს მეტად კომფორტულადაც გრძნობენ. 

ამ მხრივ, საინტერესო მაგალითს ონლაინ ბანკინგის სერვისი Varo გვთავაზობს — მათ საიტზე ტრადიციულად კატეგორია ჩვენ შესახებკი არ დაამატეს, არამედ ხელმძღვანელები მოიწვიეს, რათა თავადვე მოეყოლათ, თუ რატომ აირჩიეს მათთან მუშაობა. მსგავსად, კომპანია მომხმარებლებს თავისი გუნდისა და ძლიერი მხარეების შესახებ უყვება, თუმცა ამასთან, საკუთარ მისიასა და ღირებულებებზეც ამახვილებს ყურადღებას. 

რიცხვები, მონაცემები, ფაქტები და სტატისტიკა ნებისმიერი Fintech კომპანიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. თუმცა თუ ამას აუდიტორიას პირდაპირ მიაწოდებთ, შესაძლოა, მათ საერთოდ ვერაფერი გაიგონ. ზემოთ მოცემული ოთხი სტრატეგია კი სწორედ ამ კომუნიკაციის ეფექტურობის გაზრდაში დაგეხმარებათ.

ნახეთ: ჰაბლის ტელესკოპმა ორიონის ნისლეულის ფოტო გადაიღო

როგორ გავლენას ახდენს პესტიციდების გამოყენება გარემოზე?