in

ცეცხლგამძლე სახლი – კალიფორნიის ხანძრების შემდეგ, მოსახლეობა ალტერნატივას ეძებს

კალიფორნიაში გაჩენილი ხანძრების შემდეგ, მოსახლეობა ახლებურად აზროვნებს – მათი მთავარი ამოცანაა შეისწავლონ, როგორ ააშენონ ცეცხლგამძლე სახლები. ლოს-ანჯელესის რეგიონში გაჩენილმა ხანძრებმა ამ თვეში 27 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 15,000-ზე მეტი სახლი და შენობა გაანადგურა. ხანძრები კვლავ მძვინვარებს, ხოლო მესაკუთრეები მათ აღდგენაზე ფიქრობენ. მათ, ვისაც დარჩენა უნდათ, სურთ ააგონ ისეთი სახლები, რომლებიც სამომავლოდ ხანძარს ასე ადვილად არ შეეწირება და დაწვის შემთხვევაში, ნიადაგს, წყალსა და ჰაერს ტოქსიკურ საფრთხედ არ აქცევს.

მაგალითად, სურათზე ხედავთ, რომ მარიალის პედერსენი თავის დამწვარ ეზოში თეთრ დამცავ კომბინეზონში დგას. მისი სახლი ფერფლად იქცა. ხანძრის კვალმა აუზშიც კი შეაღწია და წყალი შავად შეღება. თუმცა, ერთ კედელთან მდგარი ვარდისფერი სკამი და საზაფხულო სამზარეულო მხოლოდ მცირედით დაზიანდა.

პედერსენმა ეს სკამი და სამზარეულო ე.წ. ქობით (ალიზისმაგვარი მასალა) ააშენა – ეს არის ნარევი, რომელიც გრანიტის ფხვნილის ან ქვიშის, თიხისა და ბუნებრივი ბოჭკოებისგან მზადდება. ეს უძველესი ტექნიკა, მისი აზრით, მომავლის მშენებლობის ნაწილად იქცევა.

ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის უფროსი ენტონი მარონე მოსახლეობას მომავლისთვის მზადებას ურჩევს. მისი აზრით, უნდა არსებობდეს ტყის ხანძრების ეკოსისტემა და აუცილებელია მდგრადი სახლების აგება საყოველთაო პრაქტიკად იქცეს.

„ბუნებრივი მშენებლობის“ ტენდენციის მომხრეები (როგორიცაა პედერსენის გამოყენებული ქობი) ხედავენ საჭიროებასაც და შესაძლებლობასაც. თიხის, ქვიშისა და ჩალისგან დამზადებული აგურები, ქობის მსგავსად, დიდი ხანია გამოიყენება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში. ახლახან კი, აშენდა „თივის ზვინის“ ტიპის სახლები, რომელთა კედლები დამზადებულია საიზოლაციო ჩალისგან და დაფარულია ცეცხლგამძლე ბათქაშით.

ლოს-ანჯელესში უკვე გაიმართა სემინარი, სადაც ეს აქტუალური თემა განიხილეს და ბუნებრივი მშენებლობის ტექნიკის მიმართულებით იმსჯელეს.

ხანძრების ტერიტორიასთან ახლოს მცხოვრები 2,000 ხელმომწერი ბუნებრივი მშენებლობის ტექნიკის დანერგვას სახელმწიფოსგან მოითხოვს, რადგან გარემო ხანძრის დროს გამოყოფილი ტოქსინებით მასიურადაა დაბინძურებული.

ადამიანებს სურთ შეცვალონ ლამაზი სახლის იდეა ეგზოტიკური ხისა და მასალებისგან ხელმისაწვდომ და მიწისგან აგებული სახლებით. თუმცა, ასევე ხედავენ, რომ ბუნებრივი მშენებლობის ტექნიკით თანამედროვე დიზაინის სახლებიც შეიძლება აიგოს.

მიწისძვრებისა და ხანძრების რისკი

ლოს-ანჯელესი ცნობილია მიწისძვრებითა და ხანძრებით, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუ რამდენად არის გონივრული ბუნებრივი მასალების გამოყენება შენებისას. თუმცა, ზოგიერთი ოფიციალური პირი, რომელიც აღდგენით სამუშაოებზე მსჯელობს, ამ ტიპის ცვლილებებისადმი მზაობას გამოხატავს.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა მშენებლებისთვის ის არის, თუ რამდენად შესაფერისია მიწის შემადგენლობის მქონე მასალები სეისმურად აქტიური ამ რეგიონისთვის. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ლოს-ანჯელესში ეს ტექნიკა შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს ღობეების ალტერნატივად ან ცეცხლგამძლე დამხმარე ნაგებობებისთვის.

ამავდროულად, სახლების აგების მაგალითის აღება შესაძლებელია ახალი ზელანდიისგან, რომელიც ასევე მიწისძვრების ცენტრია და მიწისგან აშენებული შენობების პრაქტიკა დანერგილი აქვს.

წყარო: Fastcompany

პარალიზებულმა კაცმა ვირტუალური დრონის ფიქრებით კონტროლი შეძლო

დრო არ მიდის, დრო მოდის – სტეპში საგაზაფხულო მიღება დაიწყო!