in

გორში ჩატარდება ბიზნეს ფორუმი „ბრენდირების სტრატეგიები რეგიონალური განვითარებისთვის“

30 ივნისს, გორში ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Fireflies-ის ორგანიზებით ბიზნეს ფორუმი „ბრენდირების სტრატეგიები რეგიონალური განვითარებისთვის“ ჩატარდება.

ფორუმი შეიქმნა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მფლობელებისთვის გორის, კასპის, ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტებიდან. ღონისძიების მონაწილეები  შეიტყობენ ბრენდირებისა და მარკეტინგის როლზე ბიზნესის განვითარებისთვის, მიიღებენ ინფორმაციას დაფინანსების მოპოვების გზებზე, ამასთან ერთად კი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისგან გაეცნობიან მათი ბიზნესის  გამოცდილებასა და ისტორიას.

ფორუმი 3 თემატურ პანელად იყოფა – მულტისექტორული თანამშრომლობა რეგიონალური განვითარებისთვის, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები და ბიზნესის ისტორიები.

მოწვეულ სპიკერებს შორის იქნებიან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, სოფლის განვითარების სააგენტოს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის, USAID-ის, EBRD-ის, TBC-ის, BOG-ის წარმომადგენლები. ღონისძიება ორგანიზებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სტრატეგიული განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

გორის შემდგომ, Fireflies ბიზნეს ფორუმთა სერიის თელავში აგრძელებს. სამომავლო გეგმები უკავშირდება რეგიონულ ბიზნესთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან და არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას იმისათვის, რომ ბიზნესის განვითარებისთვის ახალი პლატფორმები შეიქმნას და გამოცდილების გაზიარება ბევრად ხელმისაწვდომი იყოს. მიღებული ცოდნა კი მათ სერვისების დახვეწაში და რეალურ საჭიროებებზე მორგებაში დაეხმარება.

Fireflies ბიზნესებს სტრატეგიული დაგეგმარების, ორგანიზაციული განვითარების, ბრენდინგისა და მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბების კუთხით ეხმარება. კომპანია რეგიონებში ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო პლატფორმის შექმნაზე მუშაობს. ამის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ბიზნეს, მედია, სამოქალაქო და სამთავრობო სექტორებთან.

[R]

როგორ ამოვიცნოთ არაკომპეტენტური ხელმძღვანელები?

Microsoft-ის სპეციალურმა დელეგაციამ BTU-ში ინოვაციური ლაბი გახსნა