8 სექტემბერს, თელავის ტექნოპარკში ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Fireflies-ის ორგანიზებით ბიზნეს ფორუმი „ბრენდირების სტრატეგიები რეგიონალური განვითარებისთვის” ჩატარდება.
ფორუმს ორგანიზებას ბიზნეს საკონსულტაციო კომპნაია Fireflies უკეთებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და სტრატეგიული განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.
მსგავსი ფორუმი Fireflies-მა 30 ივნისს გორში უკვე ჩაატარა ჩაატარა.
ამჯერად ფორუმი შეიქმნა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებიდან. ღონისძიების მონაწილეები შეიტყობენ ბრენდირებისა და მარკეტინგის როლზე ბიზნესის განვითარებისთვის, მიიღებენ ინფორმაციას დაფინანსების მოპოვების გზებზე, ამასთან ერთად კი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისგან გაეცნობიან მათი ბიზნესის გამოცდილებასა და ისტორიას.
ფორუმი 3 თემატურ პანელად იყოფა – მულტისექტორული თანამშრომლობა რეგიონალური განვითარებისთვის, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები და ბიზნესის ისტორიები.
მოწვეულ სპიკერებს შორის იქნებიან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, სოფლის განვითარების სააგენტოს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის, EBRD-ის, TBC- ის, BOG-ის, GITA-ს წარმომადგენლები.
Fireflies ბიზნესებს სტრატეგიული დაგეგმარების, ორგანიზაციული განვითარების, ბრენდინგისა და მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბების კუთხით ეხმარება. Კომპანია რეგიონებში ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო პლატფორმის შექმნაზე მუშაობს. ამისათვის აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ბიზნეს, მედია, სამოქალაქო და სამთავრობო სექტორებთან. Fireflies საქართველოში პირველი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც რეგიონებში ბიზნეს პლათფორმების შექმნაზე მუშაობს და რეგიონალურ ბიზნესს ფასიანი სერვისების გარდა ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების ალტერნატიული საშუალებების შექმნაზე მუშაობს.
ფორუმზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე.
[R]