in

აშშ-ში პირველ 3D პრინტერით შექმნილ სახლს განათავსებენ

არქიტექტორები სულ უფრო და უფრო მაღალ საფეხურებზე ადიან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში. კერძოდ, საუბარია 3D პრინტერებზე, რომლებსაც უკვე საკმაოდ აქტუალურად იყენებენ ინდუსტრიაში. ახლა კი HANNAH-მა, ნიუ-იორკის ექსპერიმენტული დიზაინის ლაბორატორია, რომელსაც მართავენ კორნელის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროფესორები ლესლი ლოკი და სასა ზივკოვიჩი, სახლი დააპროექტა — ეს იქნება პირველი ორსართულიანი 3D ბეჭდვითი შენობა შეერთებულ შტატებში.

ჰიუსტონში მდებარე სტრუქტურა დაახლოებით 1220 კვადრატულ მეტრს მოიცავს და თანამედროვე ტექნოლოგიას ტრადიციულ ხის ჩარჩოებთან აერთიანებს, რომელსაც ვეტერანი მშენებლები ანიჭებენ უპირატესობას. ამ ჰიბრიდული კონფიგურაციის მეშვეობით, პროექტის მიზანია, სამშენებლო ინდუსტრია ახალი მეთოდების გამოყენებაში დაარწმუნოს.

სახლი Peri 3D Construction-ისა და საპროექტო-სამშენებლო კომპანია CIVE-ს დახმარებით შენდება. 3D პრინტერით შექმნილი ბეტონის ბირთვები სახლის ფუნქციურ სივრცეებსა და კიბეებს ქმნის. თითოეული ეს ნაწილი კი ხის ჩარჩოზეა მიმაგრებული. ამასთან, სახლი 10 000 გადამუშავებულ პლასტმასის ბოთლს შეიცავს.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ იგი ჰიუსტონის არაპროგნოზირებადი ამინდის გათვალისწინებით დაპროექტდა. ხოლო გამაგრებული ფოლადის სვეტები შენობას ბუნკერის ფუნქციასაც ანიჭებს.

სხვა 3D ბეჭდვის პროექტებისგან განსხვავებით, რომლებიც დაბალი ფასების შენარჩუნებას გვპირდება, ხელმისაწვდომობა არ არის ამ საცხოვრებლის თვითმიზანი. ამის ნაცვლად, მისი დიზაინერები სცილდებიან საზღვრებს, რათა დაინახონ, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს 3D ბეჭდვა. სახლის ზოგიერთ მოწყობილობას შეიძლება ჩაშენებული წიგნების თაროები და ავეჯიც კი ჰქონდეს. ამასთან, კონცეფცია მასშტაბირებადია.

სანდო კავშირების მნიშვნელობა Vodafone-ის ახალ კამპანიაში

ეს პროექტი მცენარეებს შეიარაღების საშუალებას აძლევს