in

პირველი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის მოსახლეობას ჯპს-სა და ფარმადეპოს აფთიაქებისგან

უკვე 5 დღეა, ფარმაცევტული კომპანიები ჯპს და ფარმადეპო საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარულ ვაუჩერებს არიგებენ. ომის დაწყებიდან სწორედ პირველებმა გამოყვეს 1 მილიონზე მეტი ლარის ჰუმანიტარულ დახმარება აქ დარჩენილი უკრაინელებისთვის.  საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ და გაანაღდონ 100 ლარის „ფარმაცევტული ჰუმანიტარული ვაუჩერი“ ჯპს-ის ან ფარმადეპოს ქსელში.  

BOG
BOG

მალევე, ჯპს-ს და ფარმადეპოს ქსელების ინიციატივით  განხორციელდა ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება, რომელიც სპეც. რეისით უკრაინაში გაიგზავნა. კომპანიებმა თავის პირვანდელ განცხადებაშივე მოუწოდეს სხვა ფარმაცევტულ კომპანიებს იდეის გარშემო გაერთიანება, რომელსაც ბევრი შეუერთდა.

როგორ მიმდინარეობს პროცესები და როგორია მიმართვიანობა ამასთან დაკავშირებით კომპანიების წარმომადგენლებს დავუკავშირდით:

როგორც ჯპს-ისა და ფარმადეპოში გვითხრეს:

-„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის ინიციატორები გავხდით ჩვენს სფეროში. ეს იყო ჩვენი გუნდის თითოეული წევრის და, რა თქმა უნდა, კომპანიის მენეჯმენტის ერთსულოვანი ნაბიჯი.  საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთანავე დავიწყეთ ფიქრი როგორ შეგვეძლო გვერდში დავდგომოდით ჩვენს მეგობარ  უკრაინას. დავიწყეთ ფიქრი 3 მიმართულებით, რომ გამოგვეხატა მხარდაჭერა  საქართველოში დარჩენილი უკრაინელი ტურისტებისთვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს უკან დაბრუნება; იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მომდევნო დღეებში შემოვიდოდნენ საქართველოში  და, რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფთათვის, სადაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებას. საბედნიეროდ, ძალიან მოკლე დროში განხორციელდა მობილიზება და მესამე დღესვე მედიკამენტებით და სხვა საჭირო ნივთებით დატვირთული ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა უკრაინაში.

რაც შეეხება 100 ლარიან ჰუმანიტარულ ვაუჩერებს, ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით 3000-მდე უკრაინის მოქალაქემ ისარგებლა და გაანაღდა ჩვენი ვაუჩერები და ყოველდღიურად მათი რიცხვი იზრდება. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ ხმა მიგვეწვდინა საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის და ამ პროცესში დიდი წვლილი მიუძღვის უკრაინის საელჩოს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფებსა და ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელთაც გვინდა მადლობა გადავუხადოთ დახმარებისთვის!

და ბოლოს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ მთელი ჩვენი გუნდი სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვუსურვებთ, მათ ქვეყანაში სწრაფად დაისადგუროს მშვიდობამ. რადგანაც თითოეული ჩვენგანისთვის  ნაცნობია ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმისგან გამოწვეული დანაკარგი და ემოციები. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის მოქალაქეებს და ამ დრომდე ვმუშაობთ მთელ რიგ საკითხებზე, თუ როგორ გავუმართოთ ხელი მათ სამომავლოდ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ილონ მასკმა პირობა შეასრულა — Starlink-ის ტერმინალები უკრაინაშია

საქართველოს პირველი არხი – “ჩვენ უკრაინისთვის”