ყოველთვიურად TikTok-ის 1 მილიარდ გლობალურ მომხმარებელთან კავშირის დასამყარებლად, Ferrara-ში დამზადებული Sweetarts TikTok-ის პირველ ბრენდირებულ კინოფესტივალს მასპინძლობს და პლატფორმის 4 მომხმარებელს 25 000 დოლარით აჯილდოებს. ეს შეთავაზება პლატფორმაზე ახალ სარეკლამო ფორმატსაც იყენებს, სახელწოდებით „ბრენდირებული მისია“.
საინტერესოა ისიც, რომ კინოფესტივალი Be Both-ის კამპანიის გაძლიერებას ისახავს მიზნად:
„Sweetarts, როგორც ბრენდი, თვლის, რომ ძლიერი შედეგები ერთი შეხედვით საპირისპირო ნივთების გაერთიანებით მიიღწევა, როგორიცაა მჟავე და ტკბილი პროდუქტები. Tiktok ახალი თაობის კინორეჟისორების სახლია, რომლებიც ერთდროულად წარმოადგენენ კულტურას და აჩვენებენ შემოქმედებითობას, ინკლუზიურობასა და თვითგამოხატვას. ეს ყველაფერი კი სწორედ Sweetarts-ის ძირითად ღირებულებებს შეესაბამება“, — აცხადებს ჯენიფერ ბრაუსონი, ბრენდ მენეჯერი.
12 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით კი მომხმარებლებს იმ TikTok shorts-ის ატვირთვა შეეძლებათ, რომლებიც მათ „ორმხრივობას“ აჩვენებს. მათ ჰეშთეგი #sweetartsfilmentry უნდა გამოიყენონ და ამასთან, @sweetartscandy-ც მონიშნონ.
გამარჯვებული 4 კატეგორიაში გამოვლინდება: „საუკეთესო სთორის დრო“, „ვიდეო ინსტრუმენტების საუკეთესო გამოყენება“, „საუკეთესო ფერადი ქმნილება“ და „ორმხრივობის საუკეთესო გამოხატულება“. ამას კი 16 წლის მსახიობი და TikTok-ის ვარსკვლავი სოჩიელ გომესი გამოავლენს. ხოლო დაჯილდოების ღონისძიება 6 ოქტომბერს ჩატარდება.
„ჩვენ ვცდილობთ შთავაგონოთ და მოვიცვათ შემქმნელების ყველა განსხვავებული დონე, იქნებიან ეს დამწყებები თუ პროფესიონალები, გომესი კი წარმოადგენს თაობას, რომელიც ხელოვნების საზღვრებს სცილდება. ის პარტნიორობისთვის იდეალური ადამიანია, მისი პიროვნების, ღირებულებებისა და სამიზნე აუდიტორიის გამო“, — ამბობს ბრაიან კამენი, Ferrara Candy Company-დან.