მოგეხსენებათ, თანამედროვე ციფრული ასისტენტები მამაკაცის ან ქალის ხმითაა განსახიერებული. ამ დროისთვის, არ არსებობს ალტერნატივა მათთვის, ვინც სხვა გენდერის ნაწილად მიიჩნევენ თავს. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია Copenhagen Pride-ის ინიციატივით შეკრებილმა ლინგვისტებმა, ტექნოლოგებმა და ხმის რეჟისორებმა, კრეატიული სააგენტოს Virtue დახმარებით, შექმნეს ციფრული ხმა, რომელსაც გენდერი არ გააჩნია. ის რეალური ხმებისგან არის შექმნილი. მართალია, ციფრული ხმა, გენდერის გარეშე, ამ დროისთვის ექსპერიმენტია და მას უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, ვერ მოვისმენთ მასობრივად, თუმცა, კრეატორები ენთუზიაზმით არიან სავსე.
აღსანიშნავია, რომ პროექტი წინააღმდეგობაში მოდის არსებულ ტრენდთან. საქმე ისაა, რომ უკვე არსებული ხმოვანი ასისტენტების უმეტესობას ქალის ხმა აქვს. კვლევის თანახმად, მფლობელები ქალის ხმაზე უკეთ რეაგირებენ. თუმცა, როგორც ამბობენ, ამ არჩევანის გაკეთებით, მწარმოებლები გენდერული სტერეოტიპების დამკვიდრებასაც უწყობენ ხელს.
გენდერის არმქონე ციფრული ხმის ვერსია, ევროპის მასშტაბით, 4,500 ადამიანს გაუგზავნეს. გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ხმა ვერცერთ გენდერს მიაკუთვნა.