in

ქუთაისის ქარხანა პირველ ელექტომობილებს აგვისტოში უშვებს 

ქუთაისის ელეტრომობილების საწარმო, პირველ ელექტომობილებს 2020 წლის აგვისტოში გამოუშვებს. როგორც „აი გრუპში“ ამბობენ, ახლა ქარხნის საპროექტო სამუშაოები სრულდება, ტერიტორიამდე მიყვანილია საინჟინრო კომუნიკაციების ნაწილი, უკვე შეისყიდეს საწარმოო ხაზი და შეუკვეთეს მასალების ნაწილიც. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, უახლოეს მომავალში დაიწყება.

„ჩვენთან წარმოებული ელექტრომობილები ადაპტირებული იქნება ადგილობრივ პირობებზე და ქართულ გზებზე შედარებით მსუბუქად ივლის. დასაწყისისთვის ჩვენ გამოვუშვებთ EADO-ს სედანს და ჰეჩბექს, რომლის გამავლობა, ამ ეტაპზე, 450 კილომეტრია, მაგრამ, მათი მონაცემები ტექნოლოგიური დახვეწის შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება. გარკვეულ პერიოდში, დავამატებთ უფრო მცირე A-კლასის მოდელს BENNI, რომლის გამავლობაც ერთ სრულ დამუხტვაზე 250 კილომეტრია. ახლო პერიოდში გამოვა BENNI-ს ახალი მოდელი, რომელსაც გაორმაგებული ძრავი და გაძლიერებული აკუმულატორი ექნება. სამომავლოდ გათვალისწინებული გვაქვს მაღალი გამავლობის ელექტრომობილების წარმოება (CS55 EV SUV და CS15 EV SUV) რომელიც ასევე 450 კილომეტრს გაივლის ერთ სრულ დამუხტვაზე“. 

Eado
Eado

„აი გრუპში“ ამბობენ, რომ ადგილზე წარმოებულ ელექტრომობილებს 3-5 წლამდე გარანტია ექნება, მის ელემენტებს კი 8 წლიანი გარანტია მოჰყვება.

„ელექტრომობილების ქარხანა, პირველ წელს, 5 000 ელექტრომობილს გამოუშვებს. მომავალ წლებში კი წარმოების 40 000-მდე გაზრდა იგეგმება. ელექტრომობილები, სტატუსით made in Georgia, გავა ექსპორტზე როგორც მეზობელ, ისე ევროპის ქვეყნებში“. 

Eado hatchback
Eado hatchback

რაც შეეხება ფასს, როგორც კომპანიაში ამბობენ, ღირებულება ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე განისაზღვრება. მათივე თქმით, იქნება ლიზინგის სისტემაც, რომელიც სხვადასხვა სეგმენტის ინტერესს დააკმაყოფილებს.

„2020 წლის აგვისტოში გამოშვებული მოდელების რეალიზაცია პირველი ეტაპისთვის საქართველოში მოხდება. უახლოეს წლებში კი საექსპორტო გაყიდვებიც იგეგმება“.

Eado

პარალელურად, ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანაში, ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას შექმნილ მოდელზე იწყება მუშაობა.

„პარალელურ რეჟიმში, დაიწყება სწორედ იმ მოდელზე მუშაობა, რომელსაც დიზაინერი ზვიად ციკოლია შემოგვთავაზებს. თუმცა, ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი მოდელი, ცოტა მოგვიანებით დაემატება პორტფელს“.

Audi-მ მეისი უილიამსი აამღერა – რეკლამა სუპერთასისთვის

Avon და კოსმეტიკური გიგანტი Natura & Co გაერთიანდა