შესაძლოა, უნივერსიტეტი 3.9 GPA მაჩვენებლით დაასრულოთ და წითელი დიპლომი მოიპოვოთ. იქნებ, სკოლაც ოქროს მედალზე დაამთავრეთ. მაგრამ ეს, სულაც არ აღმოჩნდეს საკმარისი იმისთვის, რომ სასურველი სამსახური მიიღოთ,ადამიანური რესურსების მმართველთა ყურადღება მიიქციოთ და სხვებს შორის გამორჩეული ადგილი დაიკავოთ. რთული დასაჯერებელია, თქვენს წარჩინებულ სტუდენტობაზე საუბარი დაგეხმაროთ. სასურველი შედეგის მისაღწევად, დამსაქმებლისთვის ისეთი სიგნალების გაგზავნა დაგჭირდებათ, რასაც ის ეძებს.
ამის გაკეთება რთულია, თუ პირველი თაობის სტუდენტი ხართ, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, თქვენს მშობლებს სრულფასოვანი საუნივერსიტეტო განათლება არ მიუღიათ . „პიონერებს“ არ აქვთ სახელმძღვანელო, როგორ გაიკვლიონ გზა, როგორ მოიქცნენ კორპორაციების წარმომადგენლების წინაშე გასაუბრებისას ან როგორ განსაზღვრონ საკუთარი პროფესიული ორიენტირი. ასეთი მიზეზების გამო, კომპანიები ხშირად უშვებენ შეცდომას, როცა მაღალი კვალიფიკაციის, თუმცა პირველი თაობის სტუდენტზე, უნებლიედ უარს ამბობენ. ამას Harvard Business Review-ის კვლევებით მიღებული მონაცემები ადასტურებს, რომელთან დაკავშირებითაც, თავად HBR თავისებურ გამოსავალს გვიზიარებს.
იმისთვის, რომ არ დაიკარგოს პირველი თაობის სტუდენტებში არსებული ნიჭი, პოტენციალი და კვალიფიკაცია, 3 ძირითადი სტრატეგიის შემუშავება გვმართებს.
შეწყვიტეთ თანხის აღება კანდიდატებისგან
თვლით თუ არა, რომ კანდიდატის დასასაქმებლად, მას გადასახდელი თანხა უნდა დააკისროთ? ეს შეკითხვა უამრავ თქვენგანს სასაცილოდ მოეჩვენება – დაფიქრდით, იქნებ სხვა რეაქცია უფრო შეეფერება, რადგან კომპანიების დიდი ნაწილი, სწორედ ამას აკეთებს. საუბარია სტაჟირებაზე. დიახ, სტაჟირება ნიჭის აღმოჩენისა და კვალიფიციური თანამშრომლის „დამზადების“ ერთ-ერთი წყაროა. HBR-ის კლვევით 2019-ში სტაჟიორთა 70%-ს დამსაქმებელმა სამსახური შესთავაზა (სრულ განაკვეთზე). თუმცა, პირველი თაობის სტუდენტებს არაანაზღაურებადი შრომის „ფუფუნება“ არ აქვთ. ასევე HBR-ის კვლევით, სტაჟირების 40% არაანაზღურებადია, შესაბამისად კი, დასაქმებულს მასში იმდენი ფულის გადახდა უწევს (ტრანსპორტი, კვება, საცხოვრებელი და ა. შ.), რომ ზოგიერთ შემთხვევაში პირველი თაობის სტუდენტთა შემოსავალს აღემატება. ხშირად, მაშინაც კი, როცა სტაჟირება ანაზღაურებადია ის ადამიანებისთვის ფინანსური ტვირთია.
კვლევა ადასტურებს, რომ პირველი თაობის 38% ვერ მიიღებს სტაჟირებას, გარკვეული საჭიროებების კომპანიის მიერ უზრუნველყოფის გარეშე, მაგალთად, საცხოვრებელი, კვება, ტრანსპორტირება, ტექნოლოგიური უზრუნველყოფა და სხვა. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება, იმ სტუდენთა პროცენტულობას, რომლებიც პირველ თაობაში არ შედიან.
ამდენად, კომპანიებმა მაქსიმალურად უნდა სცადონ, „დასაქმების გადასახადის“ გაუქმება, რათა კანდიდატები თანაბარ პიროებებში აღმოჩდნენ.
რელევანტურობის განსაზღვრა
ადამიანური რესურსების მართვისას, კომპანიებს უწევთ გაეცნონ უამრავ რეზიუმეს და კანდიდატს, რათა სასურველი თანამშრომელი დაიქირაონ. ცხადია, მათი მხრიდან ინდივიდუალურად მიდგომა რთულია, შესძლოა ამან კორპორაცია დააზიანოს. თუმცა ზოგადი, უნივერსალური სტანდარტებით შეფასებული ინდივიდები, ხშირად სცდებიან საკუთარ გზას. როდესაც, კომპანია წყვეტს საით უნდა მიიმართოს თანამშრომლის განვითარება, აუცილებელია, სწორად განისაზღვროს რელევანტურობა. პირველი თაობის სტუდენტები უფრო ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე იქ, სადაც თვლიან, რომ არ უნდა იყვნენ, რომ პოზიცია მათ კვალიფიკაციასთან შეუსაბამო და/ან არაპროპორციულია.
საბოლოოდ, სტუდენტებისთვის, რომლებსაც გაუკვალავ გზაზე უწევთ სიარული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განვითარების მიმართულება მათი კვალიფიკაციის, გამოცდილების, უნარ-ჩვევებისა და ინტერესების რელევანტური იყოს. ეს სარგებელს მოუტანს, როგორც ინდივიდს, ისე თავად დამსაქმებელს.
იყავით მენტორი
პირველი თაობის სტუდენტებს, ნაკლებად აქვთ კონტაქტები, რომელიც პროფესული მიმართულების განსასღვრაში დაეხმარებოდათ. ასევე, ადამიანები, რომლებიც ურჩევენ, გაუზიარებენ ან ასწავლიან, როგორ მოიქცნენ პირველ გასაუბრებებზე, აუხსნიან რა სიგნალები მიაწოდონ ადამიანური რესურსების მართვის თნამშრომლებს, რომლებზეც მათი ბედია დამოკიდებული და ა.შ. HBR-ის მონაცემებით პირველი თაობის სტუდენტთა 63% იმდენად აღელვებულია გასაუბრების დროს, რომ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებაში ხელი ეშლებათ. კვლევა გვიდასტურებს, რომ მათ კარიერულ ზრდაში მენტორები უფრო იშვიათად ეხმარებიან, ვიდრე არა პირველი თაობის სტუდენტებს. ასე რომ, იყავით მენტორი! ასე, გაცილებით დიდი შანსია აღმოაჩინოთ ნიჭიერი კადრი, დაიქირაოთ კვალიფიციური თანამშრომელი, არ გაუშვათ ხელიდან პოტენციალი და დაეხმაროთ ადამიანებს იპოვონ საკუთარი პროფესიული ადგილი.
წყარო: HBR












