ჩვენ ახალ 2014 წელს ქუჩაში შევხვდით. ყველაფერი კი ერთმა უბრალო ზარმა გადაწყვიტა, JWT Metro-დან რეკავდნენ. დიალოგი ჩვეულებრივად დაიწყო, ყველა ესე იწყებს : “ჩვენ საინტერესო პროექტს ვაკეთებთ”, “ძალიან მაგარი ნიუსი გვაქ” და ა.შ. არიან კომპანიები, რომლებიც თვლიან , რომ თუ მათი პროდუქტის შეძენა “ახლა უკვე კიდევ ერთი X ბანკის განვადებითაა” შესაძლებელი, ეს საინტერესო ნიუსია. მეორე წინადადება იყო, “გვინდა რომ ახალ წელს ქუჩაში შეხვდეთ, ჩვენთან ერთად! ვიღებთ ხუთ ისტორიას ახალი წლის დადგომასთან ერთად. ამ დროს უკვე მივხვდი, რომ რაღაც საინტერესო ხდებოდა, გაირკვა რომ ალდაგის პროექტია. გადავწყვიტეთ უფრო დეტალურად გაგვეგო რას გეგმავდნენ.
JWT Metro-ში დაახლოებით 6 საათზე მივედით, ეს ის დროა, როცა თბილისში ტრადიციული თონის პურის რიგები დგას და ინდაურ/ქათმები ბოლოჯერ ხედავენ დღის შუქს, სანამ საცივში ჩააწვენენ. მეტროში ძააალიან ბევრი ადამიანი დაგვხვდა, ნაძვის ხეს კი მხოლოდ სამი აწყობდა.
ჩვენ საკონფერენციო დარბაზში გადავინაცვლეთ და პროექტის პრეზენტაციაც დაიწყო. პრეზენტაციის პირველივე შთაბეჭდილებები მესიჯით გავუგზავნე მარკეტერის სხვა წევრებს. “კარგი იდეა აქვთ,მაგრამ განხორციელება ძალიან რთულად მეჩვენება”
ყველაფერი კი ასე იყო.
კრეატიული კონცეფცია – “საახალწლო საჩუქარი მათ, ვინც ყველაზე ნაკლებად მოელის ამ დღეს საჩუქარს”
შინაარსი: იდეის ავტორებს გადაწყვეტილი აქვთ 5 ადამიანს გაუკეთონ საჩუქარი, რომელიც არც ყუთში ეტევა და არც მაღაზიაში იყიდება, არ არსებობს უფრო დიდი საჩუქარი ვიდრე საყვარელ ადამიანებთან ერთად განცდილი სიხარული. საჩუქარიც სწორედ ესაა. ხუთივე ადამიანის პროფესია განსხვავდება:
1. ტაქსის მძღოლი 2. მიმტანი გოგონა 3. სუპერმარკეტის მოლარე 4. ექიმი 5. დაცვის თანამშრომელი
მათ ჯერ არ იციან, მაგრამ ყველა სწორედ იმ გარემოში შეხვდება ახალ წელს რომელშიც უნდათ. იდეის განხორციელება რთული ჩანს . ახალი წლის დადგომასთან ერთად ხუთ სხვადასხვა წერტილში უნდა მოხდეს გადაღება, მხოლოდ ერთი შანსით. მთავარი ამოცანა რეალური ემოციების გადაღებაა.
ბოლო ეტაპი კამერების გადანაწილებაა, აქვე თანხმდებიან იმაზე თუ რომელი კამერა რომელ კადრზე იმუშავებს. ოპერაცია კოდური სახელწოდებით DG-TV დაიგეგმა. “მსხვერპლს” ბოლომდე უნდა სჯეროდეს რომ ერთი კამერა, რომელიც ადგილზე მუშაობს ტელევიზიიდანაა.
21:30 დავიშალეთ და ჩვენ მოლარის ლოკაცია ავიღეთ.
24:00 რედისონის ტერიტორიაზე მოლარე გოგონას მეგობრები იკრიბებიან, გეგმის მიხედვით ისინი ნიღბებით შედიან სუპერმარკეტში, ხმაურობენ, “მსხვერპლს” ახალ წელს ულოცავენ და იმ ღამისთვის ათავისუფლებენ სამსახურიდან.
ცოტა ხანში ჟორჟიკაც გამოჩნდა და აი ასეთი იყო მოულოდნელობით,დაბნეულობითა და სიხარულით გამოწვეული ემოცია
7 იანვარი: ყველაფერს პოსტში ვერ მოვყვებით, ნახეთ ხუთივე ვიდეო ექსკლუზიურად მარკეტერზე.(ჩვენც თქვენთან ერთად ვუყურებთ)